ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ზაფხულის მოვლენების გამო ინვესტორებმა ინვესტიციის შეჩერება გადაწყვიტეს

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ზაფხულის მოვლენების გამო ინვესტორებმა ინვესტიციის შეჩერება გადაწყვიტეს

access_time2019-09-14 19:30:49

როდესაც ჩვენ საინვესტიციო გარემოზე ვსაუბრობთ, ამას ბევრი მდგენელი აქვს, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, სამართლებრივი და ა.შ, - ამის შესახებ ლუდის კომპანია ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა მეორე კვარტალში FDI-ს 54%-იან კლებაზე კომენტირებისას განაცხადა.


FDI-ს კლება შესაძლოა, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში, შესაძლოა, გლობალურ პროცესებთან. შესაძლოა, პირობითად, რომელიმე ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ნულზე ქვემოთ იყოს, მაგრამ ინვესტიციები ხორციელდებოდეს. დემოკრატია ინვესტიციების შემოდინებასთან პირდაპირპროპორციული არ არის. ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საკითხებს - რა მოლოდინები გვაქვს, როგორი კავშირები გვაქვს, იმ მომენტში საინვესტიციო გარემოს სოციალური ურთიერთობებიც კი განსაზღვრავს, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.


მისი განმარტებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავლენა ზაფხულში რუსეთთან განვითარებულმა მოვლენებმაც მოახდინა.



მიმდინარე მოვლენები, რომელიც საქართველოში ზაფხულში განვითარდა, ასევე რუსეთთან ურთიერთობა, ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან შეზღუდვების დაწესება, გარკვეული კუთხით მოლოდინებზე აისახა და ინვესტორმა გადაწყვიტა, იქნებ ინვესტიცია შეაჩეროს.


ამ შემთხვევაში ჩვენ ახალ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და არა ძველი ინვესტიციების გაგრძელებაზე, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.


შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა 187 მლნ დოლარამდე შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


BMG





2020 წლის ბიუჯეტი არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე

2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე
access_time2019-10-14 09:49:56
„2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტები,“- განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ეკონომისტმა, დავით...

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...


მსგავსი სიახლეები

up