ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი -  ინფორმაციის სწორი მიწოდება ლარზე წნეხს შეამცირებს

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ინფორმაციის სწორი მიწოდება ლარზე წნეხს შეამცირებს

access_time2019-09-14 13:00:04

ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციების წნეხი რომ შემცირდეს, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სწორი ინფორმაცია უნდა გასცენ, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

 

ხუნძაკიშვილი თვლის, რომ კურსის რყევით გამოწვეული პრობლემების შერბილება, უპირველეს ყოვლისა, სწორი ინფორმაციის დროული გავრცელებით იქნება შესაძლებელი, რაც როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის კომპეტენციაა.

 

„ლარი, როგორც ჯანსაღი ორგანიზმი, ასე ვთქვათ, თერმომეტრივით ყველაფერზე რეაგირებს, მათ შორის ეკონომიკურ და არაეკონომიკურ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მოვლენებზე. სწორედ აქ ვხედავ ეროვნული ბანკის, მთავრობის ჩარევის აუცილებლობას, რომ მათ უარყოფითი მოლოდინების ნიველირება მოახდინონ. დღეს არ ერევიან. გარდა ამისა, კომუნიკაციის პრობლემაც არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე, როგორც ეკონომიკურ სუბიექტს, როცა არა მაქვს ინფორმაცია, მე უკვე სპეკულაციას ვიწყებ. კონკრეტულად ინფორმაციის ცოდნა და შესაბამისი ანალიზისა და დასკვნის გაკეთება, დიდი ალბათობით, ლარზე წნეხს შეამცირებს.


 

მაგალითად, წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულ ბანკს დაახლოებით, 150 მილიონ დოლარზე მეტი აქვს შესყიდული. როცა ეროვნული ბანკი ყიდულობს დოლარს, ანუ ბაზრიდან ამოაქვს და სხვა ეკონომიკურ სუბიექტებს ინფორმაცია არ აქვს ამას რატომ აკეთებს, მოტივაცია მიჩნდება, რომ იგივე გავაკეთო. ამიტომ, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი შეიძლება, უცბად მილიარდიც გახდეს და მე იმ მოცულობის თანხა შევიძინო და მარაგი შევიქმნა, რაც რეალურად არ მჭირდება. ეს რომ შევაჯამოთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია, ღრმა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მივიღებ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება სპეკულაცია“, – განმარტა ხუნძაკიშვილმა.

 

წყარო:პირველი არხი





ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...


მსგავსი სიახლეები

up