ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: რუსეთის ბაზარში ადვილად რომ შევდივართ, შესაბამისად, ადვილად ვხდებით მასზე მიბმული

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: რუსეთის ბაზარში ადვილად რომ შევდივართ, შესაბამისად, ადვილად ვხდებით მასზე მიბმული

access_time2019-07-11 11:00:09


„ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, რომელსაც შეუძლია ერთ საათში ჩაგიკეტოს ყველაფერი, საზღვრიდან დაწყებული საჰაერო სივრცით დამთავრებული, ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ განცხადებებში” - ასე ეხმაურება კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი  რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოლენებს. 



მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებები პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.




„როდესაც 5 მილიონი დოლარი შემოსავლები უნდა შემოსულიყო და ბაზარი იკეტება, ეს სერიოზული დარტყმაა. ამიტომაც შესაბამისი კრიზისული გეგმა უნდა გქონდეს. თუ კომპანია, ბიზნესი არის პასუხისმგებლიანი, ის ყოველთვის დებს შესაძლო გართულებების წინააღმდეგ გეგმას. რუსეთის ბაზარში ადვილად რომ შევდივართ, შესაბამისად,  ადვილად ვხდებით მასზე მიბმული. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ზოგადად ბიზნესმა უნდა მოვახდინოთ რეგულირება, რომ ჩვენი ექსპორტის რაღაცა წილი, არ გავზარდოთ იმაზე მეტად, რაც შეიძლება მისაღები იყოს კრიზისების დროს. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ბიზნესზე, კორპორაციებზე, რომელიც კორპორატიულიული კანონებით და სულისკვეთებით იმართება. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის სტრატეგიული ბიზნეს განვითარების გეგმაა, რომელსაც ვუყურებთ რამდენიმე წლიან ჭრილში, რაც იმას ნიშნავს რომ, როგორც სახელმწიფოში ხდება საფრთხეების შეფასება, ზუსტად ასევე ხდება საფრთხეების შეფასება დიდ კომპანიებში,“ - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


ამასთან, მისი თქმით, ლარის კურსის და ნებისმიერი საფონდო ბირჟის ინდექსის ცვალებადობა ბუნებრივი პროცესია.



„ნებისმიერი ამ ტიპის განცხადება, ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, გააჩნია ეს განცხადება რა „სიმძიმის“ იქნება, თუ იქნება ძალიან უხამსი და მიუღებელი, მაშინ შესაბამისად ეს ინდექსი უფრო მეტად უარყოფითისკენ შეიცვლება“ - აცხადებს ბიზნესმენი.






კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა
access_time2020-08-11 13:30:04
„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ -...


მსგავსი სიახლეები

up