ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ახალი მთავრობისაგან  ბიზნესი ელოდება, რომ სიტყვა და საქმე  ერთიანი იყოს

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ახალი მთავრობისაგან ბიზნესი ელოდება, რომ სიტყვა და საქმე ერთიანი იყოს

access_time2019-09-14 14:00:57

ქართული ბიზნესი ახალი მთავრობისგან ელოდება, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთი იყოს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალმა მთავრობამ მკაფიო გზავნილები გააკეთოს, რაც კერძო სექტორს დაამშვიდებს, რადგან სამთავრობო ცვლილებები გარკვეულ ღელვას იწვევს, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

 

 

ხუნძაკიშვილის თქმით, ახალი პრემიერის წარსული და ბიზნესთან ურთიერთობის გამოცდილება დადებითი მოლოდინის საფუძველს იძლევა.

 

„ჩემთვის, როგორც ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლისთვის, მთავრობის ცვლილების დროს ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო მესიჯები, რაც ცოტა დაგვამშვიდებს, რადგან მთავრობის ცვლილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც ფორიაქს იწვევს. ამ შემთხვევაში ის გზავნილები მივიღეთ, რაც მანამდე მოკლევადიანი 2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამაში წერილობით იყო წარმოდგენილი. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ფორმულირება, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, უნდა შედგეს მეტი კომუნიკაცია, ბიზნესი ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარემო პროგნოზირებადი უნდა იყოს – ანუ ყველა ის საკითხია, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. თუმცა პრაქტიკა შეიძლება განსხვავებული იყოს. ჩვენი მოლოდინი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის ის, რომ სიტყვა საქმეს შეესაბამებოდეს. ბოლო რამდენიმე წელია, გახარიასთან ვმუშაობთ, როდესაც ის იყო ბიზნესომბუდსმენის რანგში, ეკონომიკის მინისტრის რანგში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი უფრო მეტად პოზიტიურია, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ამაღლდება. ეს ყველაფერი საინვესტიციო გარემოს განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.


 

ბიზნესმენის თქმით, სასურველია ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის კომუნიკაციის ფორმატი ინსტიტუციონალური გახდეს, რადგან ოფიციალური ვალდებულება უფრო ნაყოფიერ შედეგს მოიტანს, ვიდრე კონკრეტული ჩინოვნიკის კეთილი ნება.

 

 „ბიზნესს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ უჭირს, განსაკუთრებით დიდ ბიზნესს, თუმცა შეიძლება, ვისაუბროთ საშუალო და მცირე ბიზნესის პრობლემაზე. მართალია, ჩვენ კომუნიკაციის საკმარისი პლატფორმები გვაქვს, მაგრამ ჩვენ აქცენტებს ვაკეთებთ არა კომუნიკაციის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. როცა გადაწყვეტილების მიღებაზე ვსაუბრობთ, ეს ერთნაირი პროცესია როგორც კერძო სექტორში, ისე მთავრობაში. თუმცა განსხვავებულია აღქმა, მათ შორის როგორც დროის, ისე რესურსების. ხელისუფლებაში რაღაც სიტყვები განსხვავებული მნიშვნელობისაა, ვიდრე ბიზინესში. სამთავრობო ბიუროკრატიაში ბიზნესისგან განსხვავებული დროის აღქმაა. მაგალითად, თუ ბიზნესში ვამბობთ, რომ სწრაფად მაქვს რაღაც გასაკეთებელი, ეს ნიშნავს, რომ მართლა სწრაფად მაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მეტი ერთ თვეში უნდა მივიღო გადაწყვეტილება. თუ ხელისუფლება იმავეს ამბობს, ეს სულ მცირე ექვს თვეს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატები, რომ ერთად ვისხდეთ და ვისაუბროთ. თუმცა ვისურვებდი, ეს ფორმატები ინსტიტუციონალური იყოს და მინისტრის ან პრემიერის კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, ის ბიზნესს შეხვდეს თუ არა. მაგალითად, რომელიმე ბიზნესმენი შეიძლება პიროვნულად არ იყოს მისთვის მისაღები, თუმცა, როცა ამის ინსტიტუციონალიზაცია მოხდება, ჩვენ მოსჯილი გვექნება ერთმანეთთან საუბარი. ერთად ვისხდებით და საკითხებს განვიხილავთ“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

 

 

წყარო:პირველი არხი






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up