ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ბაზრების დივერსიფიცირების კვალდაკვალ საექსპორტო პორტფელის დივერსიფიცირებაც უნდა მოხდეს

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ბაზრების დივერსიფიცირების კვალდაკვალ საექსპორტო პორტფელის დივერსიფიცირებაც უნდა მოხდეს

access_time2020-03-04 21:41:33

ვცდილობთ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, მაგრამ არ ვცდილობთ საექსპორტო პორტფელის დივერსიფიცირებას. საექსპორტო პორტფელში ტრადიციულის გვერდით ისეთი პროდუქტიც უნდა დაინერგოს, რაც მსოფლიოში ხუთი-ათი წლის მანძილზე ტრენდი იქნება, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში დასანერგი რეგულაციები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ რეგულაციების მიღება მცირე და საშუალო ბიზნესს ტვირთად არ უნდა დააწვეს, რადგან მათ ფინანსურ რესურსზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. 

ხუნძაკიშვილის მოსაზრებით, ფინანსური რესურსის გარდა ადგილობრივ ბიზნესს მეტი განათლება და ახალი ტენდენციების ათვისებაც სჭირდება, რათა ქვეყნიდან მაღალი ინტელექტის მქონე სამუშაო ძალის გადინება არ მოხდეს.

„ჩვენ ვცდილობთ საექსპორტო ბაზრების გეოგრაფიული არეალის დივერსიფიცირებას, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვცდილობთ საექსპორტო პორტფელის დივერსიფიცირებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული მიდგომები გვქონდეს და ტრადიციულ პროდუქტებთან ერთად [როგორც საქონელი, ასევე მომსახურება], მათ შორის ტურისტულიც, რომელიც ექსპორტად შეიძლება ჩაითვალოს, ის ტრენდიც შემოვიღოთ, რაც მსოფლიოში მომავალი ხუთი-ათი წლის მანძილზე მოთხოვნადი იქნება. შესაბამისად, ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალიც სხვა მხრივ მივმართოთ და სხვა საექსპორტო პროდუქტები შევქმნათ. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომელსაც საზღვრები არ აქვს და დისტანციური მუშაობა შეიძლება. ვგულისხმობ არა როგორც აუთსორსინგის სერვისის მიწოდებას, არამედ ტექნოლოგიების მიმწოდებელი რომ გავხდეთ. ამის შესაძლებლობა საქართველოს აქვს. გვყავს ხალხი, ვინც მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტებს ამთავრებს და საუკეთესო ახალგაზრდები ერთი რომ ქვეყნიდან მიდიან, მეორე – სხვა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ემსახურებიან და მესამე – ისეთ სისტემებში საქმდებიან, რომელიც მათ განვითარების საშუალებას არ აძლევს და რუტინულ სამუშაოს ასრულებენ. განათლებას ალტერნატივა არ აქვს. ეს იქნება დუალური განათლება, პროფესიული სასწავლებლები თუ სხვა. ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, რომელიც ჩვენს ეკოსისტემაში ჩაებმება. ეს მხოლოდ ბიზნესთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, – განუცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up