ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: „არსებული რესურსების გათვალისწინებით, ანტიკრიზისული  გეგმა ყველაზე ოპტიმალურია“

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: „არსებული რესურსების გათვალისწინებით, ანტიკრიზისული გეგმა ყველაზე ოპტიმალურია“

access_time2020-04-24 17:30:06

„ეს არის კრიზისული პერიოდის დროს სამართავი გეგმა და არა პოსტკრიზისული, შესაბამისად არსებული რესურსების გათვალისწინებით და მიღებული შედეგებით, პრემიერის მიერ წარდგენილი გეგმა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, როგორც სოციალური ასევე ეკონომიკური მიმართულებით“, - ასე აფასებს „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გეგმას.


„ბიუჯეტს როდესაც შემოსავლები აკლდება, ეს ყველაზე ოპტიმალურია ვარიანტია რაც ამ ეტაპზე შეიძლებოდა გვქონოდა. დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ 3 მლრდ ლარიანი დახმარების პაკეტი ყველა ინდუსტრიისთვის იქნება გათვლილი, მათ შორის ხელფასების სუბსიდირებაზე, რაც შეღავათს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესს, მსხვილ კომპანიებში მაღალი ხელფასებია და შესაბამისად ეს მათზე არ ვრცელდება. ასევე საუბარია დღგ-ს დაბრუნებაზე, რომელიც შეღავათს მისცემს კომპანიებს იმისთვის, რომ საბრუნავი საშუალების აკუმულირება მოახდინონ. ეს რაც შეეხება ბიზნესის ნაწილს, გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ გადაადგილების ნაწილის მიმართ სწორი მიდგომაა და რაც მთავარია ჩვენ გვაქვს 6 კვირიანი გეგმა, იმ შემთხვევაში თუ რაიმე არ შეიცვლება და შეგვიძლია სწორად დავგეგმოთ ბიზნესი და განვსაზღვროთ როდის რა გავხსნათ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს არის რესურსების გათვალისწინებით ოპტიმალური გეგმა“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.



შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მლრდ 500 მლნ ლარს დახარჯავს. აღნიშნულიდან მოქალაქეზე ზრუნვასა და მათ სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება 1 მლრდ 35 მლნ ლარი, ეკონომიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე 2 მლრდ 110 მლნ ლარი, ხოლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბრძოლაში 350 მლნ ლარი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up