ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: აბრეშუმის გზის ფორუმის მიზანია, რომ ჩვენს მიმართ არსებული არასწორი წარმოდგენა შევცვალოთ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: აბრეშუმის გზის ფორუმის მიზანია, რომ ჩვენს მიმართ არსებული არასწორი წარმოდგენა შევცვალოთ

access_time2019-10-15 18:25:13

„უნდა მოვახდინოთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ჩვენება, შევცვალოთ  ჩვენს მიმართ არსებული არასწორი წარმოდგენა, რომელიც ამ ბოლო დროს აბსოლუტურად უსაგნოდ შეიქმნა, განსაკუთრებით, ზაფხულის მოვლენების შემდეგ.  ეს ყველაფერი კი FDI-ს შედეგებზეც აისახა“.- საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობაზე „კომერსანტთან“ საუბრობს.

 

22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს.

 

ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მიზნად ისახავს სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.


როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ფორუმზე ძირითად საკვანძო საკითხებს ლოგისტიკა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და სატრანსპორტო დერეფნისთვის ემტი დატვირთვის მიცემა იქნება.


 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვხვდეთ ამ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე და დავიკავოთ შესაბამისი ადგილი.  თუ ამ გარემოში აღმოვჩნდებით, გვეხსნება უდიდესი შესაძლებლობები, რომელთაც ავითვისებთ და შესაბამისად ამ შესაძლებლობებს ეკონომიკურ და საერთაშორისო პროექტებად გარდავქმნით.


გარკვეული არასტაბილური მდგომარეობის გამო, შეიძლება ინვესტორმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ცოტა ხანს მოიცადოს, მაგრამ ეს ცოტა ხანიც კი ეკონომიკას პირდპირ ურტყამს. ამაზე პასუხიმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, ბიზნესმაც საზოგადოებამაც და მათ შორის მთავრობამაც.


„აბრეშუმის გზის ფორუმში“ ჩართულობით საქართველო გააკეთებს დეკლარირებას, რომ მზად ვართ ნებისმიერ საერთაშორისო თუ რეგიონალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ფორუმი არის ძალიან მასშტაბური და მაღალი რანგის, რომელშიც აბრეშუმის გზის ქვეყნების უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები იღებენ მონაწილეობას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან ბევრ საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციასთან ერთად.  ჩვენ გვექნება საუბრები ლოჯისტიკაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე, ვაჭრობის განვითარებაზე, სატრანსპორტო დერეფნისთვის მეტი დატვირთვის მიცემაზე. მსგავსი ფორუმები საინვესტიციო გარემოს ავითარებს. რაც მთავარია, ამ ქვეყნებთან არა მარტო სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ურთიერთობებიც მყარდება, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს საინვესტიციო პირობების გასაუმჯობესებლად“.  - აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

 

წელს ,,აბრეშუმის გზის ფორუმი 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები თუ სხვა.

 

მარიამ მორგოშია




„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

აფხაზეთს ენგურჰესის დენი აღარ ჰყოფნის - საქართველოს ენერგოსისტემა სეპარატისტებს ვერ უმკლავდება

აფხაზეთს ენგურჰესის დენი აღარ ჰყოფნის - საქართველოს ენერგოსისტემა სეპარატისტებს ვერ უმკლავდება
access_time2020-01-28 19:20:54
სეპარატისტულ აფხაზეთს ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის ,,ენგურჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის და უკვე საქართველო ენერგოსისტემიდან დამატებით მიაქვთ ელექტროენერგია. ამ დროს ენერგოსტაბილურობის მხრივ ურთულესი ვითარებაა. ამ მომენტისთვის ქვეყანა საჭირო დენის თითქმის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს. ესკოს მონაცემების...


მსგავსი სიახლეები

up