ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა

access_time2020-09-08 21:00:00

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც პანდემიით არის გამოწვეული, საქართველოში პირდაპირი უცხოუური ინვესტიციების მცირედი ზრდა დაფიქსირდა.
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ში წერს.


მისი თქმით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული.


,,რეინვესტირების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 63.5 პროცენტით გაიზარდა და 144.7 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა (ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტალში 37.4 პროცენტი იყო).



ჩემი აზრით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ინვესტორებს აქვთ ნდობა და პოზიტიური განწყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკის მხარდამჭერი ანტიკრიზისული და პოსტ-კრიზისული ღონისძიებების მიმართ. საერთაშორის სავალუტო ფონდი გლობალური პანდემიის ფონზე 2020 წელს პირდაპირი უცოხური ინვესტიციების კლებას დაახლოებით 40 პროცენტით პროგნოზირებს მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით დარტყმას განვითარებადი ეკონომიკის, ჩვენი მსგავსი ქვეყნები მიიღებენ. ინვესტიორებმა ესეთი ქვეყნებიდან $83 მილიარდი დოლარი უკვე გაიტანეს. ეს ხდება მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან უცხოეული ინვესტორები განაგრძობენ რეინვესტირებას, რაც შექმნილ ვითარებაში დიდ მნიშნველლობას იძენს. რეინვესტირებას ეხლა კიდევ უფრო დიდი როლი აქვს ამჟამად . ამ ვითარებაში, ვირუსთან ეფექტურმა ბრძოლამ საინვესტიციო გარემოზეც პოზიტიურად უნდა იმოქმედოს და ინვესტორებს კიდევ მეტი რწმენა შესძინოს, რომ საქართველოში ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოა, და აქ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების დაბანდება”, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.


imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up