ნიკოლოზ მჭედლიშვილი:  მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია ეს მილიონები. ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია ეს მილიონები. ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში

access_time2020-04-09 12:27:34

საქმე 100 მილიონში არ არის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში წუხელ ღამით გადარიცხვა, საქმე სხვა რამეშია - მან ეს, როგორც სჩვევია, მშვიდად, წყნარად, ხმაურის გარეშე გააკეთა,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტი ამბობს, რომ მას ეს არ გაგკვირვებია, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში.


,,მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია ეს მილიონები, ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში. ახლა შევხედოთ მის მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ ოპოზიციას. იხმაურეს, ხალხი გააგიჟეს, არეკინეს საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, აგინეს დიპლომატებს, უამრავი ვიდეო ჩაწერეს, და რა? არცერთი რეისი არ შესრულებულია ქართველების საქართველოში ჩამოსაყვანად. არადა ვინ უშლიდათ ხელს? არც ფული გადაურუცხიათ ,,StopCov-19“ - ის ფონდში, ერთი კვირაა გვპირდებიან.


"ლელოს" მესვეურებმა საერთოდ საცოდავი 100 ათასი გადარიცხეს და ხელი დაიბანეს, მომჭეირნეები ეგენი!


მოკლედ, ივანიშილსა და ოპოზიციას შორის ზუსტად ისეთი განსხვავებაა როგორც 100 მილიონსა და მაგ 100 ათასს შორის, პროპორცია დაცულია”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.



ლევან ნიკოლეიშვილი: რა გაგვიკვირდა, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელსაც ჯერ სახეზეც კი არ იცნობდა ჩვენი მოსახლეობა, როცა უამრავ ოჯახს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა.


ლევან ნიკოლეიშვილი: მავნებლები ხშირად კითხულობენ, სად არის ბიძინა ივანიშვილი, არა და აქ არის, თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკვლავდება კორონავირუსს-უხილავ მტერს.


მავნებლები ხშირად კითხულობენ, სად არის ბიძინა ივანიშვილი, ვერ ხედავთ? რას იზამთ . არადა აქ არის, თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკვლავდება კორონავირუსს-უხილავ მტერს, რომელსაც იმედია ასევე ღირსეულად დავამარცხებთ,- წერს სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილი.


მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი წვლილია ქვეყნის წინაშე გაღებული.

,,დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კოვიდ19 - ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი 100 მილიონით გაიზარდა და მალევე გაჩნდა სასიამოვნო ინფორმაცია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი წვლილია ქვეყნის წინაშე გაღებული, ან რა გვიკვირდა, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელსაც ჯერ სახეზეც კი არ იცნობდა ჩვენი მოსახლეობა, როცა უამრავ ოჯახს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა, რომელმაც უამრავი კულტურული თუ ისტორიული ძეგლი გადარჩინა, ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება?! არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სწორედ მან და მისმა გუნდმა შეძლო რევოლუციით და დამხობით კი არა, არამედ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით, არჩევნებით შეეცვალა ხელისუფლება. მავნებლები ხშირ-ხშირად კითხულობენ თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, ვერ ხედავთ? რას იზამთ. არადა აქ არის, თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკვლავდება კორონავირუსს-უხილავ მტერს, რომელსაც იმედია ასევე ღირსეულად დავამარცხებთ”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up