ნიკოლოზ მჭედლიშვილი: კონსორციუმის ხელმძღვანელებმა  დაინტერესებულ მხარეებთან ძალიან ცუდად წარმართეს კომუნიკაცია. ხელისუფლებასთან მისასვლელი გზები საერთოდ მოიჭრეს

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: კონსორციუმის ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ მხარეებთან ძალიან ცუდად წარმართეს კომუნიკაცია. ხელისუფლებასთან მისასვლელი გზები საერთოდ მოიჭრეს

access_time2020-01-15 15:15:49

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში  სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მიმაჩნია, რომ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტა მთავრობის მიერ იყო ლოგიკური ქმედება. ეს არ ნიშნავს, რომ პორტი ანაკლიაში აღარ აშენდება. პირიქით, პროექტი აღარ გაჯანჯლდება და უფრო სწრაფადაც შეიძლება დაიწყოს მშენებლობა ახალი ინვესტორის შერჩევის შემთხვევაში.


რატომ იყო კონსორციუმი წარუმატებელი?


1. მე არსად მინახავს მათი ბიზნესის განვითარების (მარკეტინგული) გეგმა, სადაც გამოჩნდებოდა რომ ამ ხალხს ნალაპარაკები აქვს მსოფლიოს ტვირთების გადამზიდავ გიგანტებთან Maersk-თან, MSC-თან, Hapag-Loyd-თან და სხვებთან, რაც დაანახვებდა საერთაშორისო ბანკებს ამ პროექტის მომგებიანობას.


2. ამერიკული Conti, ფაქტიურად ფორმალურად მონაწიელობდა პროექტში და ამიშ შესახებ თვითონ კონსორციუმის წევრები აცხადებედნენ პრესის წინაშე.

3. არაეთიკური იყო პირდაპირი და ღია თავდასხმები ფოთის პორტის მფლობელ APM-ზე, რომელიც Maersk-ის შვილობილია. ანუ, Maersk-თან საბოლოოდ გაიფუჭეს საქმე.

4. კონსორციუმის ხელმძღვანელებმა თავიანთი ემოციურობით ძალიან ცუდად წარმართეს კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან. ხელისუფლებასთან საერთოდ მოიჭრეს მისასვლელი გზები. საერთაშორისო, სერიოზულ კომპანიებში ესეთ მენეჯმენტს არასოდეს არავის პატიობენ.

5. ბოლოს, ძალიან მოკლედ: თავიანთი ფული არ აქვთ“-წერს მჭედლიშვილი. 





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up