ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გრძელვადიან პერსპექტივაში კორონავირუსმა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკას სარგებელი მოუტანოს

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გრძელვადიან პერსპექტივაში კორონავირუსმა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკას სარგებელი მოუტანოს

access_time2020-03-04 11:13:03

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილმა გადაცემა „არენას“ ეთერში საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენაზე ისაუბრა. ექსპერტის აზრით, ამ საკითხს ხანმოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ.


„ჩვენ დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ, რაც კარგიც და ცუდით არის, უკვე ვკარგავთ შემოსავალს. ვკარგავთ ჩინეთიდან, იმიტომ რომ ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, ცხადია, ჩვენ იქიდან გვყავდა ტურისტები, ეს პირდაპირი ზეგავლენა რაც არის. გარდა ამისა, ჩინეთთან გვაქვს ვაჭრობა, ექსპორტი გვაქვს. შარშანდელი ციფრები რომ ვნახოთ ღვინო, ექსპორტი და ტურიზმი რომ შევაჯამოთ, დაახლოებით 300 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ ჩინეთიდან. წარმოიდგინეთ, ეს კრიზისი რომ გაგრძელდეს ჩინეთი, ანუ ჩინეთის ეკონომიკა კიდევ უფრო რომ დაეცეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაშინ ცხადია, რომ ჩვენ იმდენს ვერ გავყიდით და ეს არის ჩვენი ზარალი. მეორე მთავარი მიმართულება არის ირანი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა შარშანდელი ციფრები რომ მოვიშველიოთ ისევ, 177 მილიონი. ეს არის ტურიზმი და სასაქონლო ექსპორტი. აქედანაც ჩვენ უკვე ვკარგავთ, იმიტომ რომ სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია და საჰაერო მიმოსვლაც არის ჩაკეტილი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ცუდი ამბები აქედან“, - განაცხადა ექსპერტმა.


თუმცა მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კორონავირუსმა შესაძლოა საქართველოს სარგებელიც მოუტანოს.


„დღეს უკვე ლაპარაკობენ ამერიკული კომპანიები, რომ ჩინეთიდან გამოიტანონ წარმოება და წაიღონ თავის ქვეყანაში ან, მაგალითად, სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მიმართულება მექსიკაა, იმიტომ რომ მეზობელია. მე ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ კარგად თუ მოვიქცევით და ჭკვიანურად თუ მოვიქცევით, შესაძლოა ეს ტრენდიც გამოვიყენოთ“, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.



საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.



imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up