ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ADB-სთან  ახლო და წარმატებული თანამშრომლობა თავიდან აგვარიდებს  სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც გამოწვეულია მსოფლიო პანდემიით

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ADB-სთან ახლო და წარმატებული თანამშრომლობა თავიდან აგვარიდებს სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც გამოწვეულია მსოფლიო პანდემიით

access_time2020-09-20 17:42:34

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი თავის facebook პოსტში ეხმაურება 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შევედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას და საუბრობს აზიის განვითარების ბანთან საქართველოს თანამშრომლობაზე.

„აზიის გავითარების ბანკი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. ჩვენ ვიცით უამრავი, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ამ ბანკის მიერ დაფინანსებული უმნიშვნელოვანესი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი. ბოლოს წარმატებაა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯომარედ არჩევა. ეს მოხდა ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას,“ - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

იგი ასევე საუბრობს ბანკის მიერ გამოყოფილ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც მიმართულია გლობალური პანდემიის საპასუხოდ.


„ბანკის მიერ გამოყოფილი 20 მილიარდი აშშ დოლარი, ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ფინანსური რესურსი მიმართონ როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მიმართულებების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისკენ.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის უარყოფითი შედეგები ეკონომიკებისთვის იქნება გრძელვადიანი, რისთვისაც საჭირო იქნება ყველა ქვეყნის კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა გამოწვევების დასაძლევად. მგონია, რომ ADB-სთან ესეთი ახლო და წარმატებული თანამშრომლობა თავიდან აგვარიდებს უფრო სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც გამოწვეულია მსოფლიო პანდემიით“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up