ნიკოლოზ გეგუჩაძე: საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას ნეგატიური შედეგები არ მოუტანია

ნიკოლოზ გეგუჩაძე: საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას ნეგატიური შედეგები არ მოუტანია

person access_time2016-06-16 10:45:28

ინტერვიუ „ხალიკ ბანკის" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძესთან


- ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს პირველად შეგხვდათ. როგორია თქვენი შეფასება, შეხვედრით კმაყოფილი ხართ?


- შეხვედრა საინტერესო იყო, რადგან პირველი იყო. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც კომერციული ბანკების ეროვნულ ბანკთან ურთიერთობას, მომავალს, ახალ პროდუქტებს დოლარიზაციის საკითხებს ეხება. გვენეტაძე ძალიან პროფესიონალია, მან დიდი გზა გაიარა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.

 

- უახლოეს პერიდში დეპოზიტების დაზღვევა უნდა ამოქმედდეს, თუმცა აღნიშნულ ცვლილებას საბანკო სექტორი ეწინააღმდეგება, რადგან თვლის, რომ მისი ამოქმედება სექტორისთვის ხარჯიანი იქნება. თქვენ რა პოზიცია გაქვთ?

 

- ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჯერ არის მსჯელობის პროცესი. განიხილება რამდენიმე ვარიანტი. გარკვეულწილად ეს ხარჯიანი იქნება, თუმცა, ეს ადრე თუ გვიან გასაკეთებელია. სისტემისადმი ნდობას გაზრდის. ასე რომ, ამას აქვს როგორ პლიუსები, ისე მინუსები. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დღეს რაღაც რისკების წინაშე ვდგავართ და ამის გარეშე პრობლემებია.  ამის წინაპირობა არ არის, თუმცა, რომც იყოს, მერე შეიძლება გვიანი იყოს. ამიტომ, სჯობს ახლა გაკეთდეს.



- საუბრობენ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება სესხებზე საპროცენტო განაკვეთს გაზრდის, როგორ თვლით, ეს გაძვირება ხელშესახები იქნება?


- დიდად არ გაძვირდება, ეს სფერო სხვა ფაქტორებით დარეგულირდება.

 

- სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შედეგად ნეგატიური შედეგები დადგებოდა. ეს პროგნოზი გამართლდა?


- ჯერ ნეგატიური შედეგები არ დამდგარა. თუმცა, თუ იქნება უფრო ლიბერალური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვალდებულების გადახდის შემთხვევაში რაღაც ხელშეშლა არ იქნება არც კანონმდებლობით და არც სასამართლოს კუთხით, რა თქმა უნდა ეს კარგი იქნება. ეს განავითარებს ბაზარს, შეამცირებს რისკებს და საპროცენტო განაკვეთებზეც აისახება.


- როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდა, მაშინ პრიორიტეტად კაპიტალის ბაზრის განვითარება, ლარის მიმართ ნდობის ამაღლება და ონლაინ სესხების რეგულაცია დაასახელა. ეთანხმებით თუ რა ამ პრიორიტეტებს?


- ვეთანხმები და ეს ძალიან გრძლევადიანი პერსპექტივაა ქვეყნისთვის. ეს აუცილებელია და ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს. ეს არ არის მარტივი საქმე, მაგრამ დღესვე თუ არ დავიწყეთ, არ შეიძლება. აქამდეც გვქონდა ნაბიჯები გადადგმული, თუმცა, ახლა უფრო აქტიურად აპირებს ბატონი კობა ამ მიმართულებით გააქტიურებას.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...


მსგავსი სიახლეები

up