მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს

მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს

access_time2020-09-16 16:00:19

მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ დინამიკაზე, ასევე, შეაჯამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დისტანციური მისიის შედეგები. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო თვეებში ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კვლავაც რჩება, დაახლოებით, -4% -5% -ის ფარგლებში.



„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მიმდინარე წელს, ქვეყნას -5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ თვეებში გვექნება გაუმჯობესების ტენდენცია. რაც შეეხება 2021 წელს - ველოდებით, დაახლოებით, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა, 4,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეთანხმება ჩვენს პროგნოზს მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.




მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხაზგასმით აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს, როგორც ჯანდაცვის სისტემის ნაწილში, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკის პასუხების ეფექტურობის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია ფონდის შეფასებები ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით.



„ჩვენ მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განვახორციელეთ, როგორიცაა: პენსიების ინდექსაცია, გადახდისუუნარობის შესახებ კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის. მომავალში, ფონდთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს სხვა რეფორმები, მათ შორისაა, ჩვენ მიერ ინიცირებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგავს სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.



მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებზე და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ქვეყანას პრობლემები არ ექნება.



„ძალიან წარმატებით მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებთან მუშობა. ჩვენ, პრაქტიკულად, სრულად გვაქვს მიღებული თანხები, რომელზეც გვქონდა მოლაპარაკებები, ამიტომ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაკროეკონომიკური ხასიათის პრობლემები ქვეყანას არ ექნება. ჩვენ სრულად ვართ დაცული ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითია საგადასახადო შემოსავლების დინამიკა. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციებმა შეაფასეს საქართველო და რეიტინგის მაჩვენებელი უცვლელი დაგვიტოვეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up