ნიკოლოზ ჩხეტიანი - ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი თბილისის ბუნებით

ნიკოლოზ ჩხეტიანი - ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი თბილისის ბუნებით

access_time2020-05-08 15:15:21

ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და ასევე დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ბუნებით, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.


როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ცალკე აღნიშვნის ღირსია პროექტები, რომელიც ფონდ „ქართუს“ განხორციელებული აქვს გარემოს დაცვის სფეროში.


„ფონდი „ქართუ“ 25 წელია, ახორციელებს თავის საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 3  მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული სხვადასხვა პროექტებში. ჩვენი პროექტები, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებას. მიუხედავად ამისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის პროექტები, რომელიც ჩვენ განხორციელებული გვაქვს გარემოს დაცვის სფეროში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ვაქცევდით დაცულ ტერიტორიებს, იქნებოდა ეს ვაშლოვანი, ლაგოდეხი, თუშეთი, ყუმისთავი თუ სხვა. დღეს დადგა ჩვენი დედაქალაქის, ჩვენი თბილის ქალაქის ჯერი. ყველანი ვხედავთ და ვთანხმდებით, რომ სერიოზული პრობლემები გაუჩნდა მწვანე ზონებს ჩვენს დედაქალაქში. კლიმატური ცვლილებისა და წინა პერიოდში არსებული უმართავი ქალაქგეგმარებითი პროცესების გამო, სერიოზულ დეფორესტაციას აქვს ადგილი ქალაქ თბილისში. ეს მისახედი პრობლემაა, რა თქმა უნდა და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა მისი მასშტაბი იმდენად დიდია, რომ იმისთვის, რომ სერიოზული და ქმედითი პასუხი გავცეთ არსებულ გამოწვევას, საჭიროა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის სინერგია და ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ჩხეტიანმა.



საუბარია პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.


„იგეგმება გიგანტური ტერიტორიის, დაახლოებით 700 ჰექტარის ხელახალი გამწვანება და გაჯანსაღება, მოყოლებული იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავართ, სოლოლაკის ფერდობზე, ეს ტერიტორია მოიცავს 700 ჰექტარზე მეტს და მოიცავს როგორც მთაწმინდის ქედს, ასევე – ვერეს ქედს და კუს ტბასაც კი. შესაბამისად, მომავალ პერიოდში განხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები. დაირგვება ახალი, უფრო გამძლე, ენდემური ჯიშის ხეები და მცენარეები, რომლებიც უფრო მედეგი იქნება კლიმატურ გამოწვევებთან და მომავალში, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და ასევე დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ბუნებით.


მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის ხანმოკლე პროცესი, შედეგი არ დადგება მალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები სამართლიანად და სწორად შეაფასებენ ჩვენს შრომასა და ძალისხმევას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალისტებს და ეს სპეციალისტები საუკეთესოები არიან თავიანთი დარგის, ვინც ჩართულია ამ პროექტში“, – განაცხადა ჩხეტიანმა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up