ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდი „ქართუ“ საქართველოში წარმოებულ 4 მლნ ერთჯერად სამედიცინო პირბადეს სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს

ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდი „ქართუ“ საქართველოში წარმოებულ 4 მლნ ერთჯერად სამედიცინო პირბადეს სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს

access_time2020-04-16 17:30:32

დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში; ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და გადასცეს სახელმწიფოს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე, - ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, რომელიც დღეს საერთაშორისო სტანდარტების ქართული პირბადეების წარმოების პროცესის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, შპს „რესპირატორი“ არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელმაც ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა შეძლო.


„ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად, ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მოიხმარს მას, როგორც ჯანდაცვის, ისე სასიცოცხლოდ აუცილებელ სხვა ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“,- განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.


ქართულმა კომპანია „რესპირატორმა“, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ახალი ციფრული ტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით, სპეციალური დანიშნულების, ერთჯერადი სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო. კომპანია დღე-ღამეში 200 000-დან 250 000-მდე საერთაშორისო სტანდარტების სამშრიანი ნიღბის წარმოებას შეძლებს.



როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზით.


„ეს პირბადეები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, პასუხობს ყველა მსოფლიო სტანდარტს და ის დაეხმარება ჩვენს ექიმებს, მოსახლეობას, დაცულები იყვნენ ამ ეპიდემიის პირობებში. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო და გვეხმარებოდა ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ნედლეული დროულად ჩამოსულიყო საქართველოში და შესაძლებელი გამხდარიყო წარმოების გაშვება,“- აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.


კომპანია „რესპირატორი“ დააარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე მაღალი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up