ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

access_time2021-02-26 13:55:25


მიმდინარე წლის 25 თებერვალს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ერთის მხრივ, „ჯორჯიან მანგანეზი“-ს სპეციალურ მმართველ ნოკოლოზ ჩიქოვანსა და მეორეს მხრივ, მაჟორიტარ პარლამენტის წევრ პაატა კვიჟინაძის, მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის და საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ციცქიშვილს შორის, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“-ს საკუთრებაში არსებული ისტორიული შენობის საკითხი განიხილეს. 


„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობა მალე ახალ ფუნქციას შეიძენს, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობას, რეგიონის პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება. ცენტრი, რამდენიმე მნიშვნელოვან სივრცეს გააერთიანებს, მათ შორის:


1.მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც ამჟამად არასტანდარტულ გარემოშია განთავსებული და არახელსაყრელი პირობების გამო, ექსპონატების მხოლოდ ნაწილია გამოფენილი;

2.ჭიათურის ისტორიის მუზეუმს, სადაც თავმოყრილი იქნება ყველაფერი რაც ჭიათურის ისტორიას ეხება: მანგანუმის მოპოვების, თეატრისა და მედიცინის ისტორიის, ასევე სხვა მიმართულებების ამსახველი უნიკალური მასალა გამოიფინება;

3.ფოტოგრაფიის მუზეუმს და ფოტოგრაფიის სკოლას;

4.საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზებს, ასევე ტრენინგების, საბიბლიოთეკო სივრცეებს და სხვა.

5.პროფესიულ სასწავლო ცენტრ - „ჯმ აკადემიას“;

6.ახალგაზრდული სკაუტების ცენტრს, რომელიც ჭიათურის ახალგაზრდებისათვის პერმანენტულად განახორციელებს ახალგაზრდულ პროექტებს.

7.ტურისტული მიმართულების სივრცეს, მათ შორის, გიდების მოსამზადებელ ცენტრს;

8. ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრს, სადაც სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო წინადადებები წარმოადგინონ, შერჩეულ პროექტებს და გამარჯვებულს კი კომპანია ხელს შეუწყობს. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის პრეზენტაციაც 4 მარტს არის დაგეგმილი, სხვა საინტერესო მიმართულებებსაც გააერთიანებს. ნიკოლოზ ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა კომპანიის ინიციატივა, რომ ისტორიულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. 


აღსანიშნავია, რომ ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად კი, მისი რეაბილიტირებული ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.



მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ისტორიული შენობის მულტიფუნქციურად დატვირთვას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს დასაწყისია „ჯორჯიან მანგანეზთან“ სხვა დიდი პროექტების განხორციელებისათვის.



„ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ და აქტიურად ჩავერთვებით ყველა იმ პროცესში, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ.

R


თეგები:
მანგანეზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up