ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

access_time2019-05-24 19:33:28

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.


მისი თქმით, დასრულდა სარკინიგზო საწყობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. "სარკინიგზო საწყობის მშენებლობა დაწყებულია. ეს არის საჩხერის მხრიდან ჭიათურაში შესასვლელი მონაკვეთი ე.წ.ნოფის ტერიტორიაზე; ასე რომ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანები ქალაქის ტერიტორიაზე აღარ გადაადგილდება. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც კომპანიის გაფიცული თანამშრომლები, ასევე რიგითი ჭიათურელები მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ აჟღერებენ მოთხოვნას, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ პირველივე დღეს, როდესაც გაფიცვა დაიწყო, მათ ჩვენ განვუმარტეთ, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ქალაქის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, არის ქალაქის დასუფთავებაში ჩვენი კომპანიის აქტიური ჩართულობა. მერიას დავეხმარებით ტექნიკურ აღჭურვაშიც და ამ პროცესში „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღიურად მიიღებს მონაწილეობას. მე მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს ქალაქი, უახლოეს მომავალში, იქნება სუფთა. რაც შეეხება მიმდინარე აქციას - გაფიცულ მაღაროელებს ჩვენ კვლავ ვთავაზობთ საინიციატივო ჯგუფის შექმნასა და პროცესის დიალოგის რეჟიმში წარმართვას, თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მათი მხრიდან მზაობა არ არის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.








m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up