ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

access_time2020-06-17 12:10:37

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


დედაქალაქის მერის თქმით, სრულად განახლდა პანდუსი, რაც ავტობუსებისა და ავტომობილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა.



„ამ დროისთვის, ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.




პროექტის განხორციელების შედეგად, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ასევე, ბარათაშვილის ქუჩასა და პუშკინის ქუჩაზე არსებულ 150-მეტრიან პანდუსზე, რაც ჯამში, 12 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოდიფიცირებული ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, საფეხმავლო გადასასვლელებისთვის უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო.



რეაბილიტაციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება მოხდა. აღნიშნული ქუჩა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე მეტად ორიენტირებული გახდება, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო განტვირთავს.



ბარათაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად ივლისის შუა რიცხებში დასრულდება.








MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...


მსგავსი სიახლეები

up