ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველი ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველი ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

access_time2019-11-12 22:00:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველი ღონისძიება და საქართველოს საქსელო პროვაიდერების GEONOG-ის   მეორე ფორუმი ოფიციალურად გახსნა, რომელიც სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართა. 


სკოლა, რომელიც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (GeoIGF) საფუძველზე  წელს ჩამოყალიბდა, მის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ ინტერნეტ მმართველობის პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, მათგან მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ინტერნეტ მმართველობის მნიშვნელობა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე; ინფორმაცია ინტერნეტ მმართველობის  მთავარი მოთამაშეების შესახებ; ასევე ინტერნეტის განვითარების ისტორია დომენური სახელების და IP მისამართების ჩათვლით და ცნობები ინტერნეტ მმართველობის ადგილობრივი მონაწილეების უფლებამოსილებების და საქმიანობის შესახებ. სკოლის მონაწილეები ასევე შეიტყობენ, რა სახის გამოწვევები არსებობს უსაფრთხო ინტერნეტისა და კიბერ ჰიგიენის მიმართულებით, როგორც დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები ინტერნეტში, რას წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ა.შ.



ასევე პარალელურად გამართული საქართველოს საქსელო პროვაიდერების GEONOG-ის   მეორე ფორუმის მიზანს ადგილობრივი და რეგიონული ინტერნეტ ტექნიკური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, სატელეკომუნიკაციო სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების და საკითხების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და ამ პროცესში ექსპერტების ჩართულობა წარმოადგენდა.


ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ICANN - ის გლობალური ჩართულობის  მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ნატალია მოჩუ, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორი ფრედერიკ დონკი და სხვა ოფიციალური პირები.





ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო
access_time2021-07-27 12:00:43
უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა, მისი 1 ბოთლის (0,7 ლ.) საწყისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 750 ლარია,  მაგრამ „უსახელოურის“  საექსპორტო ფასი გაცილებით მაღალია.  როგორც ,,კომერსანტთან“  მეწარმე თამაზ ომანაძე ამბობს, ყველაზე ძვირად, 3000 ლარად,  ქართულ ბაზარზე 2012 წელს  ჩამოსხმული ,,უსახელოური“ გაიყიდა.   სულ რამდენიმე  მაღაზიაა თბილისში, სადაც ეს ღვინო იყიდება და მისი მყიდველების ვინაობას, ხშირ შემთხვევაში, არ...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა
access_time2021-07-26 18:00:22
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ...


მსგავსი სიახლეები

up