ნიკოლოზ ალავიძე: „ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს

ნიკოლოზ ალავიძე: „ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს

access_time2019-10-22 17:49:02

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.


ნიკოლოზ ალავიძემ მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელში „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველო ცდილობს, ფეხი აუწყოს ახალი ტექნოლოგიების განვითარების ტემპს და ამ სფეროში უკვე არსებული პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება გაიზიაროს.


„ჩვენ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს და მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა დიდი მოთამაშეებისგან. დარწმუნებული ვარ, ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ მომავალი წლისთვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პარტნიორები ვართ გლობალური სამყაროსთვის, იმიტომ რომ ვფიქრობთ ლოკალურად, მაგრამ ვმოქმედებთ გლობალურად. ეს გახლავთ ჩვენი შანსი, საქართველოს მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებას. არსებობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე რამდენიმე წარმატებული სტარტაპი გვყავს ამ მიმართულებით, პოლიტიკა გვაქვს შემუშავებული და ვცდილობთ, ამ თვალსაზრისით სამოქმედო გეგმაც შევიმუშაოთ. ხელოვნური ინტელექტი შემდეგი ნაბიჯი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.



„კომერსანტი“




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up