ნიკოლოზ ალავიძე: „საქართველოს 3000 მოქალაქეს ეძლევა შანსი, დასაქმდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე

ნიკოლოზ ალავიძე: „საქართველოს 3000 მოქალაქეს ეძლევა შანსი, დასაქმდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე"

access_time2019-07-04 16:00:02

„ჩვენ მოვიწვევთ გლობალურ მოთამაშეებს ICT სფეროში, რომლებიც გადაამზადებენ საქართველოს 3000 მოქალაქეს, რომ ისინი გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები, თამამად ჩაერთონ გლობალურ გამოწვევებში, შევიდნენ და გახდნენ სრულყოფილი მონაწილეები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, რითაც ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში." - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც გაიხსნა საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები.



პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტმენეჯმენტის, დიაზაინის, ბლოკჩეინის და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი. შერჩევის შედეგად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.




„ჩვენი უხეში გათვლებით, ეს არის წელიწადში, დაახლოებით დამატებითი 200-300 მილიონ დოლარამდე ღირებულების შრომითი ბაზარი და მისი პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გაივლიან კურსს სრულყოფილად, მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს და გარანტირებულად დასაქმდებიან უკვე გლობალური მასშტაბით" – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.



მინისტრის მოადგილის თქმით, გლობალურ ტექნოლოგიების ბაზარზე კვალიფიციური კადრების დიდი მოთხოვნაა, თუმცა, მიწოდება ამ ნაწილში ძალიან დაბალია. „შესაბამისად, ამისთვის არის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები, რომლებიც მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივ, მაგრამ სიღრმისეული განათლების კურსებს - მათი წარმატებით გავლისა და შესაბამისი სერტიფიკატით აღჭურვის შემთხვევაში, ბენეფიციარი გარანტირებულია, რომ დასაქმდება საერთაშორისო ტრანსაციონალურ კორპორაციაში. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია იგი გეოგრაფიულად პლანეტის რომელიმე ადგილზე იყოს, წარმატებით შეიძლება ამ სამუშაოს გაწევა, მაგალითად, საქართველოდან" - აღნიშნა ალავიძემ.



აღსანიშნავია, რომ პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up