ნიკოლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ნიკოლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

access_time2019-11-11 20:15:33

ვერაზე,  იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

 

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

 

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, სადაც ცნობილი ინჟინერი ნ. სლავინსკი ცხოვრობდა, რომელიც ყოფილი ჩელუსკინელების სახელობის, ახლანდელი თამარ მეფის ხიდის მშენებელია. 

 


ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში შვიდი ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

 

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 000 ლარი დაიხარჯება.

 

 





„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად იყიდება

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად  იყიდება
access_time2019-12-09 18:15:33
ლონდონში, მილიარდერ ევგენი ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ჩიჩვარკინის კომპანიის მიმწოდებელიც მისი...

ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს

ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს
access_time2019-12-09 13:36:18
ცემენტის ბაზრაზე ბევრი კომპანიის წარმოებული პროდუქტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირების შედეგებნის მიხედვით, ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში მოხდა შეფუთული ცემენტის შეძენა (თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ქარელი, ბათუმი, ქუთაისი). საერთო ჯამში შეძენილ იქნა თვრამეტი (18) მწარმოებლის პროდუქცია, საიდანაც სამი (3) იმპორტირებული თურქული მწარმოებლისაც...


მსგავსი სიახლეები

up