ნიკოლ ფაშინიანი -  წინა ხელისუფლების კორუმპირებულ წევრებთან ყველა მოსამართლის კავშირი შესწავლილი იქნება

ნიკოლ ფაშინიანი - წინა ხელისუფლების კორუმპირებულ წევრებთან ყველა მოსამართლის კავშირი შესწავლილი იქნება

access_time2019-05-20 15:10:27

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აქტივისტებს სასამართლოებთან პიკეტირების მოხსნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. მისი თქმით, საპროტესტო აქციით განსაზღვრული ამოცანა შესრულებულია და სომხეთში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პროცესი შეუქცევადია.


„მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სასმართლოს შენობები აქვთ ბლოკირებული. ძალიან გთხოვთ, მოხსნათ პიკეტირება. დღევანდელმა აქციამ მიზანს მიაღწია, სომხეთში დამოუკიდებელი სასმართლო სისტემის შექმნის პროცესი დაიწყო და ის შეუქცევადია. ყველანი მიყვარხართ და მუხლს ვიდრეკ თქვენს წინაშე. მხნეობას გისურვებთ“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.


მანამდე ნიკოლ ფაშინიანი ერთ-ერთ სასამართლოს შენობასთან მივიდა, სადაც აქტივისტებს გაესაუბრა.



დილით კი მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის საჭიროა ქირურგიული მეთოდები.


„აუცილებელია ყველა მოსამართლის შემოწმება – რა კაპიტალი აქვთ და რა აკავშირებთ წინა ხელისუფლების კორუფციაში გახვეულ წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ფაშინინანმა.


მისივე თქმით, ყველა მოსამართლე, რომელთა ვერდიქტებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სომხეთის საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა, თანამდებობას დატოვებს.


1ტვ






კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up