სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს ხანში გაიმართება სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარის ნაწილობრივი მობილიზაცია განიხილება.
ამის შესახებ ფაშინიანმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. „მზად იყავით სამშობლოს დასაცავად“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.