ნიკოლ ფაშინიანი - ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი

ნიკოლ ფაშინიანი - ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი

access_time2021-05-12 18:00:00

ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს- ამის შესახებ სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას საკვანძო ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.



„დელეგაციის პატივცემულო წევრებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და მეგობრულ ატმოსფეროში ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის განხილვა. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას საკვანძო ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხი მრავალი ძაფითაა გადაჯაჭვული, ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, ისევე როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები ქმნის იმ მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ჩვენი ორი სახელმწიფოს პარტნიორობა. საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, არის ის ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დინამიურად განვითარების ფართო დღის წესრიგი. დღეს ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე. ჩვენს მიერ განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტური გამოყენების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებას. ასევე ხაზი გავუსვით ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას. როგორც ყოველთვის, განვიხილეთ განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროში ურთიერთობის განვითარება. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულების შესახებ მოსაზრებები. შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეგიონალურ პრობლემებზე საუბრისას გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე. მე ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up