ნიკო ჩხეტიანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს არის უპრეცენდენტო ქველმოქმედება განათლების სფეროში როგორც ქვეყნისთვის, ისე მსოფლიო მასშტაბით

ნიკო ჩხეტიანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს არის უპრეცენდენტო ქველმოქმედება განათლების სფეროში როგორც ქვეყნისთვის, ისე მსოფლიო მასშტაბით

access_time2019-11-09 18:25:06

ნიკო ჩხეტიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე - „ეს პროექტი არის საქველმოქმედო. უნივერსიტეტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო, ანუყველანი ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები

 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს არის უპრეცენდენტო ქველმოქმედება განათლების სფეროში როგორც ქვეყნისთვის, ისე მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან გაცხადებულია, რომ პროექტის ბიუჯეტი მილიარდი ევროა“ –  ასე გამოეხმაურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი.


მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილის და მისი  ოჯახის გადაწყვეტილებით ხორციელდება საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომლის მესაკუთრე სახელმწიფო იქნება.


„ეს პროექტი არის სრულად საქველმოქმედო, უნივერსიტეტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო, ანუ ყველანი ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები. მას დააფინანსებს ივანიშვილების ოჯახი და ფონდი „ქართუ“  მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედების კუთხით. ჩვენ აშენების შემდეგაც გავაგრძელებთ უნივერსიტეტის დაფინანსებას“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.


მისი თქმით, დაგეგმილია გრანდიოზული კამპუსის აგება, რაც უკვე მიმდინარეობს.


„ერთდროულად ათზე მეტი შენობა შენდება. ადგილზე იქნება ადრონული თერაპიის ცენტრი, რაც არა მხოლოდ სწავლის, არამედ კვლევის შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მკვლევარებს და მეცნიერებს. რაც მთავარია,  ადრონული თერაპიის ცენტრი არის ძალიან სერიოზული  ონკოლოგიის მკურნალობის მხრივ, რომელიც ისეთ სერვისებს შესთავაზებს პაციენტებს, რაც აქამდე არ არსებობდა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში. ამ მხრივ ეს უნიკალური პროექტია“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.


როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ამ ყველაფრით ხაზი ესმევა  ფონდი „ქართუს“ როლს  ქვეყნის განვითარებაში.


„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით „ქართუ“ იქაა,  სადაც უჭირს სახელმწიფოს და ვცდილობთ ამ პროექტებში გვერდში დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.

 





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up