ნიკო ჩხეტიანი: 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს

ნიკო ჩხეტიანი: 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს

access_time2019-09-18 15:24:18


პირველივე დღიდან ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობდნენ იმას, რომ სამშენებლო მოედანზე არაფერი ხდებაო. ჩვენ მრავალგზის ვცადეთ აგვეხსნა მათვის, რომ უნივერსიტეტის დაფუძნება ძალზე კომპლექსური საქმეა და მას სწორი დაგეგმვა და ძალიან კარგი მომზადება ესაჭიროება.  განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე ფონდი ,,ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა. 


ჩეტიანის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთვაზობთ: 


 მინდა მოკლედ მოგახსენოთ ჩვენი პროექტის შესახებ, აგიღწეროთ ის გარკვეულ დეტალებში და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ამასობაში დაგროვდა.


მაგრამ სანამ დავიწყებ, მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ გარემოებას, რომელიც მე ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იქმნება პრეცენდენტი - ფუძნდება ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი აზრით ეს ისტორიული მოვლენაა.


ფონდი ქართუ უდავოდ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას ძალიან დიდი ისტორიით.


1995 წლიდან როდესაც ფონდი დაფუძნდა, მას განხორციელებული აქვს უამრავი საქველმოქმედო პროექტი, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 3 მილიარდ დოლარს. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული მაჩქარებლის მეგაპროექტი უმსხვილესია ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის.


ფონდი ქართუს ერთადერთი დონორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად 1 მილიარდი ევროს გაღება. ეს უპრეცედენტო მოცულობის კერძო ინვესტირებაა განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არ მომხდარა.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესღეობით ფონდი, ,, ქართუს’ მიერ წარმოებული მშენებლობა, ყველაზე დიდი სამშენებლო მოედანია საქართველოში რაც კი ახლა არსებობს და მინდა გარკვეული ციფრებით გავამყარო ჩემი ეს ნათქვამი.


ფონდის მიერ წამოწყებული პროექტი ვითარდება ქუთაისის მახლობლად, სამშენებლო მოედნის ფართობი 153 ჰექტარია, საიდანაც 80 ჰექტარი უჭირავს ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივს, რომელიც სრულად იქნება შენარჩუნებული ჩვენი საპროექტო ჯგუფის მიერ. ჩვენი უნივერსიტეტის კამპუსი იქნება ერტერთი ყველაზე მწვანე კამპუსი მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის, ამის პირობას ახლავე ვდებთ.




ამჟამად მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ პირველ ფაზაში, 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა-ნაგებობების აგება. ამაში შედის 3 სასწავლო კორპუსი, 3 სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო, და ეს მხოლოდ პირველ ფაზაში. მეორე ეტაპიდან ამას დაემატება, კიდევ დამატებით 2 სასწავლო კორპუსი, ადრონული ამაჩქარებლის ცენტრი,რომელსაც მოყვება ლაბორატორიები და საუნივერსიტეტო კლინიკა.



პარალელურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მისცემს უნივერსიტეტს საშუალებას, რომ სპორტის სხვადასხვა დარგებში გააჩნდეს თავისი გუნდები.



იქმნება ნულიდან კამპუსის საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგზაო-საავტომობილო გზებს, არამედ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, ველობილიკებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებს. ყველაფერი შენდება გერმანული სტანდარტით და ჩვენ ბოლომდე ვხელმძღვანელობთ ჩვენი პარტნიორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რჩევა-რეკომენდაციით.



ერთ-ერთი უნიკალურობა რაც გააჩნია ჩვენს პროექტს, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ერთიან კამპუსს. ეს აბსოლუტურად უნიკალური მოდელია საქართველოში და მსოფლიო მასშტაბითაც, საკმაოდ იშვიათია ისეთი უნივერსიტეტები, რომელთაც აქვს ის ფუფუნება, რომ უნივერსიტეტის მთელი ინფრასტრუქტურა ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი.



ჩვენ უნივერსიტეტს ექნება ძალზედ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. სულ რაღაც 8 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის ისტორიული ცენტრი, 1 კმ-ში არის რკინიგზის სადგური, კამპუსიდან 2 კილომეტრში გადის ცენტრალური ავტომაგისტრალი, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი , საიდანაც უამრავი რეისი ხორციელდება ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, განლაგებულია 25 კილომეტრში.



ვფიქრობ, ამ მასშტაბისა და მოცულობის პროექტი ახალ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონს და მოსახლეობას შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის.



ცალკე მინდა შევეხო სტუდენტური საცხოვრებლების საკითხს. ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენ გადავუხვიეთ ჩვენი კოლეგების რჩევისაგან და გადავწყვიტეთ უმაღლეს დონეზე აგვეყვანა ჩვენი სტუდენტების კომფორტი,. ჩვენი გადაწყვეტილებით, თითოეულ სტუდენტს, ვინც იცხოვრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ექნება საკუთარი ინდივიდუალური ბინა საკუთარი სამზარეულოთი და სან-კვანძით. აღნიშნული არ აქვს ძალიან ბევრი მსოფლიო უნივერსიტეტს და წამოადგენს ამ დარგში ჩვენს სავიზიტო ბარათს.



ჩვენ ხშირად გვისმევენ კითხვას - როდის მორჩებით? ეს კითხვა იმთავითვე მცდარია. უნივერსიტეტის განვითარება არასდროს არ უნდა „რჩებოდეს“, არ უნდა მთავრდებოდეს. ჩვენი პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 150 წლის წინ დაარსდა და ის დღესაც ვითარდება, ასეა უამრავ მსოფლო უნივერსიტეტში. შესაბამისად ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის - ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ვაშენებთ, 2020 წელს ჩვენ მივიღებთ  სტუდენტების პირველ ნაკადს და ამის შემდეგაც ფონდი ,,ქართუ“ გააგრძელებს ამ პროექტის მხარდაჭერას და განვითარებას.



ბუნებრივია, ამ მოცულობის პროექტის განხორციელება შეუძლებელია ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობის გარეშე, მე მინდა გამოვიყენო საშუალება და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მათ. ბუნებრივია ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის თანამშრომლებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ექსპერტებს, არქიტექტორები, საპროექტო ჯგუფს და რა თქმა უნდა ჩვენს მშენებლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავი შრომით, ახორციელებენ ამ პროექტს და შესაძლებელს გახდიან იმას, რომ უახლოეს მომავალში იდეა რომელიც გაჩნდა წლების წინ განხორციელდეს და საქართველოში დაფუძნდეს ახალი , ევროპული სტანდარტის მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტი.




ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე უნივერსიტეტი ვერ იფუნქციონირებს, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე გაცილებით მეტი მნიშვნელოვა აქვს არამატერიაულურ კომპონენტს, ვგულისხმობ ჩვენი უნივერისტეტის პროგრამებს, რომელიც შეიქმნა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.





მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
access_time2021-01-18 13:10:13
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი. Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული. 7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში...

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
access_time2021-01-18 12:01:04
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...


მსგავსი სიახლეები

up