ლონდონის მეტალებით ვაჭრობის ბირჟაზე LME ნიკელის ფასმა 23 ათას დოლარამდე მოიმატა ტონაზე. ეს მოხდა პირველად 2011 წლის აგვისტოს შემდეგ.
აღნიშნული ფასი დაფიქსირდა თბილისი დროით 21:26 საათზე, როცა ფასმა 5,13%-იანი მატება აჩვენა და 23,205 დოლარი შეადგინა ერთ ტონაზე.
ექსპერტების განცხადებით, ამ ეტაპზე მსოფლიოს ბირჟაზე არა მხოლოდ ნიკელის, არამედ სხვა მეტალების გაძვირების ტენდენცია ფიქსირდება, ამის მზიეზი კი მათზე მზარდი მოთხოვნაა. ცალკე აღებულ ნიკელზე კი მასზე მზარდ მოთხოვნასთან ერთად, მიწოდების ნაკლებობა სახელდება.
BPN.GE