ნიკაკოის მომავლის მუსიკა და „ვოლვო ქარ საქართველოს“ დამუხტვადი ჰიბრიდი

ნიკაკოის მომავლის მუსიკა და „ვოლვო ქარ საქართველოს“ დამუხტვადი ჰიბრიდი

access_time2021-11-09 17:35:07

„ვოლვო ქარ საქართველომ“, არტისტ ნიკა მაჩაიძესთან ერთად, ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. მთავარი მიზანი დამუხტვადი ორძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილების საზოგადოებისთვის წარდგენა და ბრენდის გლობალური ტრენდის გაგრძელება - ანუ ადგილობრივ მომხმარებელთან მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიის შესახებ საუბარია.


საქართველოში „ვოლვოს“ კამპანია თიზერ ვიდეოთი დაიწყო, რომელსაც სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, არტისტმა ნიკა მაჩაიძემ ანიმაცია შექმნა.




კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე აქტივობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება მიიქციონ და არა მხოლოდ მაყურებლის როლში. მნიშვნელოვანი იქნება მათი ჩართულობა და ინტერაქცია.


„ვოლვოს“ საკომუნიკაციო კამპანიის კულმინაცია ნიკა მაჩაიძის ანიმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლია, რომელიც თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო გამოცდილებას ქმნის.



თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.


„ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე ამბობს, რომ ამ კამპანიის მიზანი მომხმარებლებისთვის პრემიუმ კლასის დამუხტვადი ჰიბრიდების წარდგენა და ბრენდის გლობალური საკომუნიკაციო ტენდენციების საქართველოში გადმოტანაა - სურთ, სამიზნე სეგმენტამდე მიიტანონ მთავარი სათქმელი - რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი გარემო და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რაშიც „ვოლვოს“ ამ მოდელების შეძენით, თითოეულ მათგანს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.


გაგა კოხრეიძე: „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს, საქართველოს ბაზრისთვის, ახალ დამუხტვად ჰიბრიდებს სთავაზობს, რომლებიდანაც სრულ ელექტრომობილამდე, ერთი საფეხურია. მართალია, დაახლოებით, ორი წელია, ეს ავტომობილები შემოგვყავს, თუმცა, ოფიციალური წარდგენა არ გვქონია. ამიტომ, გადავწყვიტეთ ისინი საზოგადოებისთვის გაგვეცნო.


კალკულაციაც კი გავაკეთეთ, რა მოცულობის CO-ს დაზოგავს, თუ მომხმარებელი, აირჩევს „ვოლვოს“ ფლაგ ინ ჰიბრიდს და არა შიდა წვის ძრავიან მოდელს. გლობალურ ბაზარზე, „ვოლვოს“ აქვს ამბიცია - 2025 წელს, ყველა გაყიდული ავტომობილიდან, 50% იყოს ელექტრო და მეორე 50% - დამუხტვადი ჰიბრიდი. 2030 წლისთვის კი სურს, რომ მის სრულ სამოდელო რიგს ელექტრომობილები შეადგენდნენ.



ბრენდის გლობალური საკომუნიკაციო კამპანია სრულად მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიაზეა გადართული.


ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს ტენდენცია გავაგრძელოთ და ფლაგ ინ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებს შევუწყოთ ხელი. სწორედ ამ მიზანს და „ვოლვოს“ გლობალური კომუნიკაციის ადგილობრივ ბაზარზე გაგრძელებას ემსახურება ჩვენი ახალი კამპანია“.


კამპანიის იდეა და თემა მიმზიდველი აღმოჩნდა თავად ნიკა მაჩაიძისთვის. ამბობს, რომ მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს კოლაბორაცია ახალი და საინტერესო იყო. ანიმაციაც და ზოგადად, ვიდეოც, რომელიმე ბრენდის კამპანიაზე მეტად, არტისტის შექმნილ დამოუკიდებელ ნამუშევარს უფრო მოგაგონებთ. „ვოლვოს“ სპეციფიკაც ეს არის - მისი კომუნიკაცია ყოველთვის ბუნებრივია და პირველ ადგილზე ხელოვანი და მისი შემოქმედებაა.



„მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარია დამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებზე. ეს რომ მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანა ყოფილიყო, არ ჩავერთვებოდი კამპანიაში. გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მუშაობა, როცა მუსიკა და გამოსახულება სხვა ჩარჩოში იყო მოცემული.


კომფორტული იყო უშუალოდ პროცესიც, - შეზღუდული არაფერში ვიყავი. მშვიდად ვმუშაობდი ჯერ მარტო, როდესაც ანიმაციას ვქმნიდი და შემდეგ უკვე იმ გუნდთან ერთად, ვინც ვიდეო გადაიღო, - ვფიქრობ კოლაბორაცია შედგა.“, - ამბობს ნიკა მაჩაიძე.


მთავარი პერსონაჟი და მთავარი არტისტი, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ შეურჩევიათ. ნიკა მაჩაიძე, როგორც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, კამპანიის იდეასა და მთავარ სათქმელთან ასოცირდება. თიზერის გამოჩენისთანავე სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ, რომ ვიდეო ელექტრომობილებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. როგორც „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ბრენდი სწორ გზას მიჰყვება.


სპეციალურად ამ კამპანიისთვის, ნიკა მაჩაიძემ ორი ახალი კომპოზიციაც შექმნა, რომელიც მალე Spotify-ზე განთავსება და ვინც „ვოლვოს“ ახალ დამუხტვად ჰიბრიდს შეიძენს, პლატფორმის წევრობასაც მიიღებს საჩუქრად, რომ ამ მუსიკასაც ყველაზე ხშირად უსმინოს.




რუსუდან გრძელიძე „ვოლვოს“ კამპანიის დეტალებზე გვიყვება:

„ვოლვომ“ უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს.


კამპანია უფრო მასშტაბური გახდება, - მაგალითად, გასაფერადებლებს, ეკო-მეგობრულ ფანქრებთან ერთად, საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებს გავუგზავნით და შევთავაზებთ, თავიანთი წარმოდგენით გააფერადონ, როგორი იქნება თბილისი 2025 წელს. იგივე ვიზუალი გავრცელდება სოციალურ მედიაში, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს გზავნილი, რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილებით გადაადგილება“.


რა მოლოდინები გაქვთ ამ კამპანიასთან დაკავშირებით?


რუსუდან გრძელიძე: „ეს კამპანია არის კონკრეტული სეგმენტისთვის: მათთვის, ვინც ირჩევს „ვოლვოს“, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა.


კამპანიის ვიდეოზე „სტოქტონმა“ იმუშავა. კოკა გოგოხია - „სტოქტონის“ დამფუძნებელი:


„ვოლვოსთან თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე მათი სამუშაო მიდგომების გამო, რაც გულისხმობს მაქსიმალურ ნდობას და შემოქმედებით თავისუფლებას. სწორედ ამ გარემოებების წყალობით, გაჩნდა იდეა, სტანდარტული კოლაბორაციული ვიდეოს მაგივრად, ეს თანამშრომლობა გვექცია თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო გამოცდილებად. იდეის ავტორი კლიპის რეჟისორი გიორგი ზათიაშვილია და მასვე ეკუთვნის ამ საგამოფენო სივრცის ვიზუალური კონცეფციაც.


მსგავსი კამპანია ჩვენთვისაც პირველი იყო, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს ვიდეო სრულიად განსხვავდება არა მხოლოდ ავტო-ინდუსტრიაში, არამედ მთლიანად სარეკლამო ბაზარზე არსებული სტანდარტისგან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ეს პროექტი ცალსახად ყველაზე გამორჩეულია მთელი ჩვენი გუნდისთვის“.


„ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია სტრიტ არტით დასრულდება, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსდება. კედელზე იგივე ანიმაცია და თბილისის ღირსშესანიშნაობები გადავა, რაც ნიკა მაჩაიძემ შექმნა.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up