ნიკა თავაძე - თუ ვერ ხვდები, ვის გვერდით გიწევს გაპროტესტება, იმასაც ვერ მიხვდები, რას ნიშნავს, როცა ორჯონიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს და გებელსი ადამიანის უფლებებს

ნიკა თავაძე - თუ ვერ ხვდები, ვის გვერდით გიწევს გაპროტესტება, იმასაც ვერ მიხვდები, რას ნიშნავს, როცა ორჯონიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს და გებელსი ადამიანის უფლებებს

access_time2019-11-27 09:20:52

მსახიობი ნიკა თავაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

 

„სერგო ორჯონიკიძე დღეს, საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს…. გებელსი ადამიანის უფლებებს… რამე არ მოგწონს? შენში პროტესტს იწვევს? ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს და ნებისმიერ უკანონობას წინ უნდა გადაუდგე, ყველას პასუხი აგებინო და გამოიყენო ამისთვის ყველა რესურსი, რაც გაგაჩნია, მაგრამ ქვეყნის და ხალხის მოძულე, რომელმაც კონსტიტუცია და კანონი ბებიამისის ფოხანივით მოირგო, რომელმაც გასვარა და გაანადგურა ყველაფერი ძვირფასი და მერე – როგორც აწყობდა გააპრავა, ამასთან ერთად დგახარ და მორალზე მელაპარაკები? კანონიერებაზე და ადამიანის უფლებებზე?

 

მათ დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ. კლავდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო. რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ,,ორი გვამის” მომთხოვნი, რომელიც ისეთი ჯალათია, რომ ვეღარც გრძნობს, რას ლაპარაკობს, თან კამერების წინ… და პრემიას პირდება, თანაც დიდს, თუ მოკლავენ და გვამებს მოუტანენ… ამ ვიდეოში ყველაზე საშინელი არა წარმოთქმული ტექსტია, არამედ ის, რომ ეს იქ მყოფთათვის ახალი არ არის, პირველად არ ესმით, რომ ასეთი ბრძანება სხვა დროსაც მიუღიათ. ეს არის საშინელება… და ესენი ლაპარაკობენ დღეს, რა არის დემოკრატია და კანონი. რისი უფლება აქვს, თუ არ აქვს ვინმეს?

 

ხოდა… იმას თუ ვერ ხვდები, ვის გვერდით გიწევს გაპროტესტება, იმასაც ვერ მიხვდები, რას ნიშნავს, როცა სერგო ორჯონიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს და იოზეფ გებელსი ადამიანის უფლებებს“, – წერს ნიკა თავაძე „ფეისბუქში“.





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up