ნიკა შენგელია-საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი მცირედით გაიზარდა

ნიკა შენგელია-საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი მცირედით გაიზარდა

access_time2019-01-11 12:00:15

10 იანვარს ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი ვაჭრობის დაწებისას 14 გირვანქა სტერლინგი იყო, ამ მომენტისთვის კი მისი ფასი 14,45 გირვანქა სტერლინგია. 9 იანვართან შედარებით თიბისის აქციების ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება.


ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია “კომერსანტთან“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ვარდნას აფასებს. მისი თქმით, საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების დაცემა გაგრძელდება, თუმცა ამას ქართულ საბანკო სექტორზე დიდი გავლენა არ ექნება.



„შეფასება, რომ თიბისის საქმეზე დაწყებული გამოძიება საბანკო სექტორის ჩამოშლას გამოიწვევს, გადაჭარბებულია. პირველ რიგში, არსებული მდგომარეობა თიბისის აქციონერებზე ახდენს გავლენას. არსებული მდგომარეობა სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ გაყიდონ და განთავისუფლდნენ თიბისი ბანკის აქციებისგან. თიბისის სამომავლოდ შესაძლოა შეექმნას პრობლემები ბირჟაზე ახალი აქციების განთავსებასთან დაკავშიებით. თიბისიმ თავისი აქციები მიმზიდველი, რომ გახადოს ინვესტორებისთვის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოუწევს. საბოლოო ჯამში არსებული მდგომარეობა უარყოფითია ბანკისთვის, თუმცა ეს თიბისის საბუღალტრო ბალანსით განსაზღვრულ ძირითად კაპიტალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს,“ -განაცხადა ნიკა შენგელიამ.




ცნობისთვის: 9 იანვრის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად თიბისის აქციები 5.38%-ით გაიაფდა. თუ ვაჭრობის დაწყებისას ერთი ფასიანი ქაღალდი 15 გირვანქა სტერლინგი ღირდა, დღის ბოლოს ეს მაჩვენებელი 14.08 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა.


მარიამ ტიტვინიძე





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება
access_time2019-08-21 16:00:09
ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ფიჭვების მასიურ ხმობაზე “კომერსანტმა“ ერთ-ერთი პირველმა დაიწყო საუბარი და ამ პრობლემას დღემდე აქტიურად აშუქებს.  ამჯერად  სხვა ჯიშის ხეების ახალ დაავადებაზე ვსაუბრობთ.  “კომერსანტმა“ შეამჩნია, რომ თბილისში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე 4 ცხენის წაბლი ხმება. ფოთლის ჭკნობა თავდაპირველად ერთ ხეს დაეწყო, რომელიც ცოტა...


მსგავსი სიახლეები

up