ნიკა ქავთარაძის პერსონალური ბლოგი: ახალი ნარკოტესტირება -  კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელსაც სახელმწიფო მზრუნველობად გვასაღებს

ნიკა ქავთარაძის პერსონალური ბლოგი: ახალი ნარკოტესტირება - კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელსაც სახელმწიფო მზრუნველობად გვასაღებს

access_time2019-04-02 19:30:53

დიდი ხანია ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვებს რამეს როცა ვუკრძალავთ, თან ავუხსნათ - რატომ ვაკეთებთ ამას. ასეთ დროს ნაკლებია ბუნდოვანება; ბავშვი ეჩვევა აზროვნებას; კითხვებზე იღებს პასუხებს და რაც მთავარია მშობლები კიდევ ერთხელ ვიაზრებთ კონკრეტული აკრძალვის მიზეზსაც და მიზანსაც.


თუმცა მშობლების უმრავლესობას ურჩევნია ამდენი ახსნა-განმარტება თავიდან აიცილოს და კითხვაზე -„რატომ არ შეიძლება?“ მკაცრი სახით უპასუხოს - „არ შეიძლება და მორჩა!“


სახელმწიფოც ასე გვექცევა „შვილებს“ - გვიწესებს შეზღუდვებს და თან ყოველ აკრძალვაზე მკაცრი სახით გვპასუხობს, რომ ჩვენთვის ასე სჯობს. თან მშობლის და შვილის შემთხვევაში ანდაზის დონეზე მაინც თუ ურჩევნია მამას, რომ შვილი სჯობდეს, სახელმწიფოს (ბიუროკრატიას)  ასეთი ინტერესი თითქმის არ აქვს. პირიქით, მის ინტერესებში შედის, რომ „შვილები“ ბევრად ცუდები ვიყოთ, ვიდრე თავად, ანუ „მამები“ არიან.


რატომ?


იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილად გაგვზრდის, გაგვაკონტროლებს, დაგვტუქსავს. ხოლო თუ ყველაფერს ზუსტად ისე გავაკეთებთ, როგორც მას სურს - უხმოდ და მორჩილად - თავზე ხელს გადაგვისვამს და „კანფეტსაც“ დაგვპირდება.(დაგვპირდება, თორემ მოცემით კი არ მოგვცემს)


არ ვიცი საიდან და როდის გაგვიჩნდა ასეთი ნდობა ამ სახელმწიფოს მიმართ და რომელი მთავრობის პერიოდში ჩავთვალეთ, რომ ეს ქვეყანა მზრუნველი მშობელია. სხვათა შორის, თუ ვინმე შენზე ისე ზრუნავს, რომ ამით გაწუხებს - ესეც ერთგვარი ძალადობაა. მაგრამ ძალადობაზე უფრო მეტად ამ ქცევის ამორალურობა მაწუხებს - ასაკის მიუხედავად ყველას პატარა, ჩერჩეტ ბავშვებად რომ გვთვლის, რომლებსაც წარმოდგენა არ გვაქვს, რა სჯობს ჩვენთვის და როგორ გვირჩევნია განვვითარდეთ.



ეს პრელუდია იმისთვის დავწერე, რომ ვინც კატეგორიულადაც არ მეთანხმებით, თქვენს გულებამდეც მოვსულიყავი ჩემი დარდით. (ცოტა პოეტურობა უხდება ნაწერს)


1 აპრილიდან ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მძღოლებს, რომლებიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ ავტომობილს, ერთი წლით პატიმრობა ელოდებათ.


თუკი სიტყვებს - „კაიფში ატარებდა მანქანას“ ვინმეს ეტყვით, ნებისმიერი დაგეთანხმებათ, რომ ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს, მაგრამ...


მაგრამ არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომლის წასაკითხად კიდევ 2 წუთი უნდა დამითმოთ:


1.მძღოლი შეიძლება იყოს სრულიად ფხიზელი, მაგრამ ტესტმა აჩვენოს, რომ მის ნერწყვში არის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მოიხმარა 8, 10 ან თუნდაც 15 საათის წინ. ეს კი საკმარისი მიზეზია, რომ მას მიესაჯოს 1 წლით პატიმრობა.


2. ტესტის პასუხის გასაპროტესტებლად მძღოლი უნდა წავიდეს კლინიკაში, სადაც ექიმი შეამოწმებს ვიზუალურად- ფიზიკური და ვერბალური შემოწმების  შემდეგ გადაწყვეტს არის თუ არა მძღოლი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი დღე შეიძლება მოგიწიოს იმის მტკიცება, რომ „კრიმინალი“ არ ხარ. თუმცა 1 წლის ციხეში დაკარგვას, გირჩევნია 1 დღე დაკარგო.


3. სრულიად ბუნდოვანია, რა შემთხვევაში წყვეტს პატრული „ეჭვმიტანილი მძღოლის“ გაჩერებას.


4. ამ კანონშიც დევს ადამიანის შემოწმების სრულიად თავხედური და ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო მიზეზი -  „გონივრული ეჭვის საფუძველზე“. ესაა იარაღი, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას, ნებისმიერი მძღოლი შეამოწმოს, მიუხედავად იმისა მან გააჩინა თუ არა ეს „ეჭვი“.


5. წარმოიდგინეთ  ძალიან მთვრალი მძღოლი, რომელიც წესების დარღვევით მოძრაობს. პატრული აჩერებს. მძღოლი მანქანიდან ძლივს გადმოდის. თან ისეთ მდგომარეობაშია, რომ ეგრევე ეცემა ძირს და ადგომასაც კი ვერ ახერხებს - აი, ასეთი მძღოლი ჯარიმდება ადმინისტრაციული წესით და მართვის უფლება ჩამოერთმევა 1წლამდე ვადით. ხოლო მძღოლს, რომელსაც წინა საღამოს აქვს მარიხუანა(ან სხვა ნარკოტიკი) მიღებული და ტესტმა აჩვენა, რომ მის ნერწყვში არის ნარკოტიკული საშუალება - ემუქრება 1 წლამდე ციხე და 6 წლამდე აკრძალვა ავტომობილის მართვის.


სახელმწიფომ სულ 10 000 ერთეული ტესტი შეიძინა და იმედი მაქვს პირველივე ტესტირების შედეგებს გაასაჩივრებენ მძღოლები და დაამტკიცებენ ამ კანონის 21-ე საუკუნისადმი შეუსაბამობას.


ყოველი ასეთი კანონი და რეგულაცია კიდევ უფრო კვეცავს ადამიანთა თავისუფლებას და კიდევ უფრო შეურაცხმყოფელს ხდის სახელმწიფოს დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ.


ერთადერთი, რაც იმედის და ოპტიმიზმის საბაბს მაძლევდა ეს იყო ხვალინდელი დღე - მომავალი თაობა, რომელიც კიდევ უფრო დააფასებს თავისუფლებას და დაიცავს მას ნებისმიერი ფორმით. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა  ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას და ოპტიმიზმიც ისე გაქრა, როგორც ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი. 


ნიკა ქავთარაძე





2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...


მსგავსი სიახლეები

up