ნიკა ნანუაშვილი: შრომის ახალი კოდექსი ბიზნესისათვის დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი იქნება

ნიკა ნანუაშვილი: შრომის ახალი კოდექსი ბიზნესისათვის დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი იქნება

access_time2021-01-20 19:00:00

შრომის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ინსპექცია კომპანიებში შესვლას გაფრთხილების გარეშე შეძლებს. ამასთან, თუ აქამდე, შრომის ინსპექციის შემოწმება, ძირითად შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა, ახლა ინსპექცია შრომით უფლებებსაც გააკონტროლებს.



რა იცვლება ბიზნესის საქმიანობაში და რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები კომპანიების მუშაობაზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა უპასუხა.



„ბუნებრივია ბიზნესისათვის ეს იქნება დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი. ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ვგულისხმობ, თუმცა ეს არის კიდევ ერთ მაკონტროლებელთან შეხება, ხოლო ნებისმიერი ახალი მაკონტროლებელი ბიზნესს უზრდის ხარჯს, როგორც ადმინისტრაციულს, ასევე ბიუროკრატიულს და ა.შ.



პანდემიის პირობებში, ბიზნესების უმეტესობა ვერ ფუნქციონირებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიები არიან ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი რეგულაცია საერთო ფონს კიდევ უფრო ამძიმებს,“ – აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.




მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების ნაწილში არსებობს რისკების შეფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც შრომის ინსპექციას ეუბნება, თუ რომელი კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში ჩნდება შრომის უფლებების პირობების დარღვევის რისკი და ამის გათვალისწინებით უნდა მოხვდეს კომპანია შესამოწმებელთა სიაში.



„კომპანიამაც უნდა იცოდეს რა შემთხვევაში დაექვემდებარება შემოწმებას, ეს უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმებით განპირობებული, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი დაზღვეული იქნება დაუსაბუთებელი შემოწმებისგან, ხოლო შრომის ინსპექცია დაზღვეული იქნება მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.



რაც შეეხება, შრომის ინსპექციის მანდატის ზრდას, უნდა გავითვალისწინოთ, ის შეზღუდული რესურსები, რაც პანდემიის გამო არსებობს. ამის ფონზე, კიდევ ერთი ახალი ფუნქციის დამატება, და მისი ეფექტურად განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, თუ არ იქნება რისკები და ანალიზის სისტემა კარგად ჩამოყალიბებული,“ – აღნიშნა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ ნიკა ნანუაშვილმა.




business-partner.ge












ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის
access_time2021-03-01 16:30:03
ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის.ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით,...

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“
access_time2021-03-01 18:00:00
საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება.„მაისში გაიხსნება იტალიური კოსმეტიკის ბრენდი. ჯამში, 3 მაღაზია. ეს იქნება ისთ ფოინთში, სითი მოლსა და თბილისი მოლში. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ჯერ ისევ ვმუშაობთ“,- განაცხადა რეზო...


მსგავსი სიახლეები

up