ნიკა ნანუაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან ათანაბრებს და საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკას ნერგავს

ნიკა ნანუაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან ათანაბრებს და საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკას ნერგავს

access_time2020-02-17 23:50:36

გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან თანაბარ პირობებში აყენებს და პროცესს მეტ თავისუფლებას სძენს, რითაც საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკასთან გვაახლოებს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.



გადაცემაში ბიზნესის გადახდისუუნარობის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პარლამენტს თებერვალში წარედგინა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.



დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მართალია, საქართველო ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურების სიმარტივით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, მაგრამ გადახდისუუნარობის შემთხვევაში ბიზნესს საქმიდან გამოსვლა წლობით უგრძელდება. გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული პროცედურების მნიშვნელოვან გამარტივებას ბიზნესი პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონპროექტისაგან ელოდება.



როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნული კანონპროექტი ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან ათანაბრებს.




„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. სახელმწიფოს როცა ვამბობთ, საგადასახადოს ვგულისხმობთ. ძირითადად, საგადასახადო გამოდიოდა კრედიტორად და ეს მართლაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა, რადგან ერთი მხრივ საგადასახადო, მეორე მხრივ აღსრულების ბიურო, იქ სასამართლო და ბუნებრივია, განცდა რჩებოდა, რომ ყველაფერში სახელმწიფო იყო პირველი. დღეს სახელმწიფო ჩადგა ჩვეულებრივ კრედიტორად და სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სახელმწიფომ ამ პროცესში ოდნავ გაიწია. ბუნებრივია, სასამართლო ზედამხედველობა რჩება ამ პროცესში, საგადასახადო მოთხოვნების უფლებაც რჩება სახელმწიფოს. უბრალოდ, შემსუბუქდა ამ ყველა ფაქტორის დაწოლის ტვირთი, რეაბილიტაციის იქნება, თუ გაკოტრების პროცესზე, რაც ცალსახად დადებითი იქნება. ეს პროცესს მეტ დინამიურობას და თავისუფლებას შესძენს და რაც ყველაზე მთავარია, თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს“, – განმარტა ნიკა ნანუაშვილმა.



საქართველოს ბიზნესასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა ნოდიას განმარტებით, ახალი კანონპროექტი არსებულისგან იმდენად განსხვავდება, რომ ფაქტობრივად ახალია. კანონპროექტი პრობლემურ ბიზნესს საშუალებას აძლევს, თავიდანვე იცოდეს, პროცესი რა მიმართულებით წავა, რეაბილიტაციის, გაკოტრების თუ ე.წ. რეგულირებული შეთანხმების [როდესაც მოვალე კრედიტორებთან შეთანხმებას აღწევს სასამართლოს გარეშე] გზით, რაც დღეს საკმაოდ ბუნდოვანი პროცესია. გარდა ამისა, უქმდება ისეთი ბიუროკრატული რგოლი, როგორიცაა ე.წ. მეურვეთა საბჭო, ხოლო რეაბილიტაციის მმართველს აღსრულების ბიურო აღარ დანიშნავს. კანონპროექტი აზუსტებს მოვალესა და კრედიტორებს შორის რეაბილიტაციის გეგმის შეთანხმების ვადებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ გადახდისუუნარობის შემთხვევაში, პროცესი წლობით აღარ გაიწელოს. უფრო მოქნილი ხდება პრობლემური ბიზნესის გაყიდვის წესიც.



„ფაქტობრივად კანონი სრულიად ახალია და არსებული კანონისაგან ბევრ ნაწილში განსხვავდება. ზოგადად პროცესი იმდენად ორგანიზებულია, რომ ამან მოტივაცია ყველას უნდა გაუჩინოს, კრედიტორებს, მოვალეს, საგადასახადოს. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომ საგადასახადო არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან ერთ რიგში დააყენა, არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს არის საუკეთესო პრაქტიკა“, – განაცხადა ლაშა ნოდიამ.



საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის მოსაზრებით, მართალია კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ შემოთავაზებული სიახლეები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებითი სახის შენიშვნები ფაქტობრივად არ არსებობს.



„შემოთავაზებული სიახლეები იმდენად მნიშვნელოვანი და კარგია, შეიძლება, იყოს რაღაც ცალკეული შენიშვნები ძირითადად პროცედურულ ნაწილში, რომელსაც კიდევ გავივლით კანონპროექტის ავტორებთან. მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, ჩვენს წევრებთან კონსულტაციებს გავდივართ. მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ რამე არსებითი სახის შენიშვნა ამ კანონპროექტთან მიმართებით არ არის და ამ ინიციატივას ძირითადად მხარს ვუჭერთ. ეს არის ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განუცხადა ნიკა ნანუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.




1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up