ანზორ მელია - სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება, დაიჭერენ - მთავრობისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ

ანზორ მელია - სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება, დაიჭერენ - მთავრობისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ

access_time2020-11-03 17:42:01

ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ. ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო , - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.



ანზორ მელიას განცხადებით, “პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი”.



“კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც 5 თვე არ მინახავს და პირველად ვნახე შტაბში, არჩევნების დღეს. თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას - რატომ ჩემი შვილი? მაგრამ , თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც ის აკეთებს? ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი მან არ იცოდა ბავშვობაში, ლიდერი იყო. არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ადამიანები, საქართველოს კი სჭირდება იმიტომ, რომ სხვანაირად დავიღუპებით, ყველა დარგი ისპობა, ხომ ხედავენ თვითონაც? კობახიძემ გამოიაროს და ნახოს, როგორ სულს ვღაფავთ ექიმები და კლინიკები, რამხელა ფასები აქვს წამლებს, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი...გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის? ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს ? ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ”,- განაცხადა ანზორ მელიამ.




კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს მას, ანზორ მელიამ ასე უპასუხა: “დაიჭერენ”.



ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.



IPN.GE 





თეგები:
ნიკა მელია



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up