ნიკა მელია - შეუძლებელია ამხელა აქტივობა განპირობებული არ იყოს ჟინით, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი - დღეს ქართველი ხალხი ოლიგარქს დაამარცხებს

ნიკა მელია - შეუძლებელია ამხელა აქტივობა განპირობებული არ იყოს ჟინით, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი - დღეს ქართველი ხალხი ოლიგარქს დაამარცხებს

access_time2020-10-31 10:25:11

შეუძლებელია, დილის 8-ის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხი ოლიგარქს დაამარცხებს.


„მსგავსი აქტივობა ყველა უბანზე არავის არასდროს უნახავს. 8-ის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში, ეს იმას ნიშნავს, რისი მოლოდინით მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდა, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხშირად ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეთქმულებისთვის ემზადება და შეთქმულება გამოიხატებოდა არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში და ამას თვალნათლივ ვხედავ. შეუძლებელია დილის 8-ის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი, ჯერჯერობით შანსზე ვსაუბრობთ. ყველას ყელში ამოუვიდა ცინიზმი, დაცინვა მთელი 8 წლის განმავლობაში, თითქოს ყველაფერი კარგადაა ყველაფერი ისეა, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა და არა ხალხს, მაგრამ მერე რა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხომაა ბედნიერი. პასუხი იქნება მშვიდი და უდრეკი ქართველი ერი დღეს დაამარცხებს ოლიგარქს და დღეიდან და ხვალიდან ასპარეზი ამ ქვეყანაში ქართველი ხალხის ნიჭიერებას ექნება და არა ერთი ადამიანის სურვილებს.



ერთი, უბნებზე დილიდან რიგების პრეცედენტი არ ყოფილა და მეორე, მე არ მახსენდება აშშ-ს ელჩი დილიდანვე ცესკოში მისულიყო, ესეც ნიშნავს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ქართველ ხალხთანაა და არჩევანს არავის მოაპარინებენ. ჩვენ, ქართველი ხალხი, არჩევანს არ მოვაპარინებთ ბიძინა ივანიშვილს”, - განაცხადა მელიამ.


ipn

თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up