ნიკა მელია პროკურატურის განცხადებაზე - ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც კი აღმიქვამს, გამეცინა

ნიკა მელია პროკურატურის განცხადებაზე - ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც კი აღმიქვამს, გამეცინა

access_time2021-02-27 21:22:05

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას  განცხადებით, „სერიოზულად არ აღიქვამს და ეცინება“ პროკურატურის განცხადებაზე, რომლის თანახმად, პროკურატურა მზადაა ნიკა მელიასმიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

ნიკა მელიას ამ განცხადებას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც, ბრალდებულმა პოლიტიკოსმა პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი ტელეკომპანიას გაუგზავნა.

„ტელევიზორი შემომიტანეს საკანში, ჯერ კიდევ ციხის თანამშრომლები იყვენენ ოთახში და ტელევიზორის მონტაჟში მეხმარებოდნენ, როდესაც ჩავრთე პირველი წამს პროკურატურის ბრიფინგი ჩაირთო. ამბობდნენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ. სერიოზულად არც კი, აღმიქვამს, გამეცინა. ერთი წუთითაც არ ვნანობ რაც გავაკეთე.

ამ ბრძოლაში 2014 წელს ჩავერთე. მაშინ გამარჯვება ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და იყო მომენტები, როცა უიმედობა ეპარებოდა ოპტიმიზმს, მაგრამ ყოველი გამოწვევა და წინააღმდეგობა უფრო მაძლიერებდა. ახლა კი, მტკიცედ მჯერა, რომ გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა. მთავარია ყველამ ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების და გვჯეროდეს გამარჯვების, რომელიც ძალიან ახლოს არის“, - აცხადებს ნიკა მელია“.


ცნობისთვის, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. „2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.

Ipn.ge

თეგები:
ნიკა მელია



Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
access_time2021-04-09 17:30:01
      “ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს,...


მსგავსი სიახლეები

up