ნიკა მელია - „ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი“

ნიკა მელია - „ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი“

access_time2021-10-14 21:40:00

ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი ჰყავთ ციხეში, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ, არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა, არა მხოლოდ როგორც დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს აქციაზე მივიდნენ.



„მადლობა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ მოვიდა, გაიზიარა ეს ტკივილი და საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით ყველანი ერთად. ვნახე აქ ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ასე უნდა აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო, ეს აქცია არ და ვერ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ჩატარებული. ამ ქვეყნის მომავალსა და ღირსებას სჭირდება ზრუნვა. მადლობა, რომ როგორც ერთნი, ისე დავდექით, აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა. ყველაფერთან ერთად, უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკავშირებთ ამ რაოდენობის ადამიანის გამოსვლას ქუჩაშიო? ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რეალურად ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს. ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო. იმაზე ბევრნი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა, რადგან ისტორიულად, ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება, გარდამტეხ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა. ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და თავისუფლების მოედანზე, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა, რათა თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშებს ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მისცემს, ამიტომ ვართ აქ ბევრი. მეკითხებიან, რა საღამო იყო დღეს აქ, რას ვაკეთებდით? პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე. დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ. მთელმა მსოფლიომ დაინახა რას ნიშნავს, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა ცივილიზებული ფორმით, სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, რადგან ხელის გაწვდენის მანძილზე ჩვენ გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


მისივე თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იმავეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსოწრებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა.


„ჩვენი ძალა არის სიმრავლეში, თავს უფლებას მივცემ და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების სახელით ვეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაში შენ ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის მომავალს და ღირსებას. არც ერთ ჩვენგან არ გვიღირს ღირსების შელახვა, ამდენ ადამიანს ვერავინ, ვერც როდიონოვი, ვერც პუტინი ვერ დაამარცხებს ვერასოდეს, რადგან მართლები ვართ, როგორც არასოდეს. მეგობრები კითხულობენ, რა არის თქვენი გეგმა, გეგმა არის ერთადერთი, გეგმა მეორე ვერ და არ იქნება, ეს გეგმა არის გამარჯვება, გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა. ჩემი თხოვნა იქნება, ყველა, 30 ოქტომბრამდე, პირველ რიგში უნდა გადავნაწილდეთ საარჩევნო უბნებზე, დამკვირვებლებად და წარმომადგენლებად, არ დავიზაროთ, იქ უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი. გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს. გამადიდებელი შუშით შეხედავს მთელი დასავლური დემოკრატია. მართლაც უღირსი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც კიდევ თუ გაბედა ივანიშვილმა ჩვენი აბუჩად აგდება, ამ ყველაფერს ვაპატიებთ, გამორიცხეთ. 30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად, რათა წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.




1tv.ge


თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up