ნიკა მელია - მოცემულ მომენტში მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს - გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა

ნიკა მელია - მოცემულ მომენტში მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს - გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა

access_time2021-05-30 19:02:57

შესაძლებელია, ადამიანი გვისმენდეს და ამბობდეს: საწადელს მიაღწია ივანიშვილმა, საერთო ოპოზიციური ერთობა წარსულს ჩაბარდა არა, არა და არა! არავითარ შემთვევაში არა! ეს იმდენად ძვირფასი საჩუქარია ოლიგარქისთვის, მერწმუნეთ ოპოზიცია ამ საჩუქარს არ გაიმეტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში გადადის!
„ახლახანს დასრულდა ჩვენი პოლიტიკური საბჭოს უმნიშვნელოვანესი სხდომა და მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებით მინდა, მოგმართოთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და გულშემატკივარს.
ბოლო თვეები ჩვენ ყველამ ერთად ძალიან დიდი გზა განვლეთ, აღსავსე ბრძოლითა და თავგანწირვით. შარშანდელი 2020 წლის მოპარული არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად არ შევეგუეთ და არ მივიღეთ სიყალბე. საზოგადოებასაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც არჩევნებისას ხელისუფლებაში მყოფი გამოიყენებს ყველაფერს: თაღლითობას, ძალადობას, მოსყიდვას, ტყუილს და ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
მოდით, ძალიან მოკლედ და სწრაფად დავსვათ ერთი შეკითხვა: რამდენად სწორი იყოს გადაწყვეტილება თვეების წინ პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით? მე ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ნაბიჯი, რომელიც ერთიანმა ოპოზიციამ გადადგა. რა მამხნევებდა ამ თვეების განმავლობაში ყველაზე მეტად? პირველ რიგში, საზოგადოება ურყევია, მტკიცეა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია! ბრძოლა იმისათვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო გავათავისუფლოთ. მე დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე თვე გვაშორებს, რომ ეს ყველაფერი მოხდება! უკან დასახევი გზა აღარავის აღარ გვაქვს! შესაძლებელია ახლა, არც თუ ისე ცოტა ადამიანი გვისმენდეს და ამბობდეს, საწადელს მიაღწია ივანიშვილმა და საერთო ოპოზიციური ერთობა წარსულს ჩაბარდა - არა, არა და არა! არავითარ შემთვევაში არა! ეს იმდენად ძვირფასი საჩუქარია ოლიგარქისთვის, რომ მერწმუნეთ ოპოზიცია ამ საჩუქარს არ გაიმეტებს! მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ხელებს იფშვნეტდა, მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილისთვის სანუკვარი ოცნება იყო, რომ საქართველო, როგორც ასეთი საერთაშორისო არენაზე აღარ ყოფილიყო წარმოდგენილი, მთელმა ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვითარება ახლა დრამატულადაა შეცვლილი და საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი ქართველ ხალხთან ერთად დგას. რაღა დაგიმალოთ და პირადად ჩემთვის, ეს დღეები უმნიშვნელოვანესი იყო. მეგობრებთან, კოლეგა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ჩვენ საკმარისი სიმტკიცის, ბრძოლის, გამძლეობის უნარი გვაქვს, იმისათვის რომ გავიმარჯვოთ! ძვირფასო მეგობრებო, ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში! - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არც ერთი კომფორტულ ზონას არ დაუტოვებენ.
„არ შემიძლია ძალიან ხაზგასმით და ცალკე აღფრთოვანებით არ მოვიხსენიო, ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც თვეების განმავლობაში აგრძელებენ პროტესტს, იქნება ეს პარლამენტის წინ მტკიცედ მდგომი სამოქალაქო აქტივისტები, თუ ბათუმის ასევე თავისუფალ სივრცეში მდგომი უამრავი ადამიანი. ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს, ბრძოლას გავუმართავთ ყველას. იქნება ეს საპარლამენტო დარბაზი, თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფლები, რაიონში, მთაში, ბარში ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წინააღმდეგობა ექნება. წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს! ეს გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა, ჩვენზეა დამოკიდებული.
ბევრი რეგიონი შემოვიარე უახლოეს დღეებში და იმაში დავრწმუნდი, რომ საზოგადოება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას ელოდება. ეს ყველაფერი ჩვენზე, პოლიტიკოსებზეა დიდწილადაა დამოკიდებული. უნდა გამოვტაცოთ ოლიგარქ ივანიშვილს თბილისი, მთელი საქართველო. იყო პოლიტიკაში ნიშნავს, პასუხისმგებლობა გქონდეს! გამარჯვება, ხალხო, პირველ რიგში, უნდა ვიწამოთ და ამის შემდეგ გამარჯვების საკითხი გაფორმების საკითხი გახდება“, - განაცხადა მელიამ.

Ipn.ge

თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up