ნიკა მელია - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გაასაჯაროოს საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა და „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

ნიკა მელია - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გაასაჯაროოს საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა და „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

access_time2019-10-16 21:30:36

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა უნდა გაასაჯაროოს და „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.


ამის შესახებ ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. ხაზარაძემ მედიას განუცხადა, რომ „პროგრეს ბანკის“ შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ხაზარაძის თქმით, როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, უცხოურმა აუდიტორმა აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმეს ყიდვაზე რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები.


ნიკა მელიას თქმით, ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში 2017 წელს პრესკონფერენციაც ჩატარდა.


„გუშინ გაცილებით მეტი სიცხადე შემოიტანა ამ დანაშაულებრივ სქემაში ხაზარაძემ. მე პირადად არ გამკვირვებია. სამწუხაროა, რომ ქვეყანას მმართველად მოვლენილი ჰყავს ადამიანი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ სახელმწიფოს მიტაცებით და ხალხის კიდევ უფრო გაღარიბების ხარჯზე გამდიდრებით არის დაკავებული, არამედ ივანიშვილი შავ ფულს რეცხავს. მტკიცებულებითი, მატერიალური სახით ფაქტები არსებობს და არა უბრალოდ ვიღაცის ვარაუდი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გაასაჯაროოს ის საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომელიც ეროვნულ ბანკში ინახება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. სასპეკულაციოდ არც არავის დრო და არც ენერგია არ დაიხარჯება“, – განაცხადა მელიამ.


კითხვაზე, რომ 2012 წელს, როცა ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და „პროგრეს ბანკის“ აქციები აუქციონზე იყო გატანილი, იყო თუ არა ეჭვები ბანკთან დაკავშირებით, მელია აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არის ინსტიტუტი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღასრულებს.


„ახლაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება აღსრულდება, რომელიც ნებისმიერი აღმასრულებლის მიერ მიიღება წარმოებაში. ეს იმასთან არ არის კავშირში, რაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ შავი ფულის გარეცხვაზე. არსებობს კონკრეტული ფაქტები და ამ ფაქტებს ახლა დამაჯერებელი პასუხის გაცემა უნდა. არა ისეთი პასუხი, რომელსაც ადგილი აქვს მაგალითად, კახა კალაძის მხრიდან. პირად შეურაცხყოფაზეა გადასული და ერთი წინადადებით ამბობს, რომ ხაზარაძე ტყუის. არადა, მატერიალური სახით ფაქტები გვაქვს. ეს ფაქტები უნდა გაბათილდეს და საზოგადოება დაიჯერებს. ამ შემთხვევაში, საპირისპიროს ვისმენთ. კალაძე და ხელისუფლება ყბადაღებულად იძახის, რომ ეს არის ტყუილი და რატომღაც, ხალხმა ამას უნდა დაუჯეროს. რატომ არ უნდა დავუჯეროთ ფაქტებს და რატომ უნდა დავუჯეროთ ცარიელ სიტყვებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.


მისი თქმით, შესწავლილია ბანკის საქმიანობის მთელი პერიოდი, როგორც ბოლო შვიდი წელი, ასევე მანამდე.


დეპუტატის განცხადებით, არსებული კითხვები გაბათილებას საჭიროებს ფაქტებით და არა, სიტყვებით.


„ეს არ არის რამე ექსტრაორდინალური, როდესაც კითხვის ნიშნები ჩნდება. არ შეიძლება, კითხვის ნიშნები გაჩნდეს მხოლოდ ერთ ან ორ რაღაც ფინანსურ ოპერაციაზე. კერძო საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დასკვნა დადო პერიოდზე, როდესაც უკვე ხელისუფლებაში იყო „ქართული ოცნება“. ეს კითხვებია გასაბათილებელი და რატომ ნერვიულობს გინდ კალაძე, გინდ ივანიშვილი. მარტივად, მშვიდად გამოვიდნენ და გააბათილონ, ოღონდ ფაქტებით და არა უბრალოდ მშრალი, ცარიელი სიტყვებით, რომ ეს არის ტყუილი. ძახილი, რომ ეს უბრალოდ ტყუილია და მეტი არაფერი, როდესაც საპირწონედ კონკრეტული ფაქტები დევს, მათსავე დანაშაულს ადასტურებს, საკუთარი დაუდევრობით თუ კუთხეში მომწყვდეული პოზით. 2012 წელს მე რა ეჭვები უნდა მქონოდა, ამ ყველაფრის შესახებ 2017 წელს გავიგე“, – განაცხადა მელიამ.


მისი თქმით, ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც მათ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს, თუმცა საკითხს ყურადღება არავინ მაიქცია.


„ჩვენ პრესკონფერენციაც კი ჩავატარეთ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოვუწოდეთ. ამ ამბავს ნული ყურადღება და ყრუ კედელი დახვდა 2017 წელს. გუშინ კი, საკითხმა შეიძინა კიდევ უფრო მეტი რეზონანსი, რადგან დამატებითი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი ხაზარაძის მხრიდან და ჟურნალისტურმა გამოძიებამ მოიპოვა მასალები, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. ამიტომ თავის მართლებას ვერავინ ვერავის დაუშლის, ხელისუფლებას ვგულისხმობ, მაგრამ ფაქტები წარმოადგინონ. ჩვენ ხომ მეტს არაფერს ვთხოვთ. გააბათილონ ის წარმოდგენილი ფაქტები, რომლითაც ივანიშვილი კალაძესთან ერთად არის ეჭვმიტანილი ფულის რეცხვაში და ფულის გათეთრებაში“, – განაცხადა დეპუტატმა ნიკა მელიამ.


1tv.ge


თეგები:
ნიკა მელია



„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up