ბატონ გახარიას არ სურდა და ვერც გავამტყუნებთ, რომ ბატონი გავრილოვის არ არსებობის პირობებში ქვეყანაში მეორე 20 ივნისი მოეწყო. განერიდა, არ აიღო ეს პასუხისმგებლობა და მისასალმებელია, - ამის შესახებ პარტიის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართოს და ამას ალტერნატივა არ აქვს.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება და მას ჩანიშნავს ის ხელისუფლება, რომელიც არის მართვის სათავეებთან. ბატონი კობახიძე აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ მას შეეძლოს ხალხისთვის ზურგის შექცევა“, - განაცხადა მელიამ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
imedinews.ge