ნიკა მელია: არავინ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტზე

ნიკა მელია: არავინ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტზე

access_time2021-07-29 16:00:05

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ თვითთმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასწორია და ახლა არა ბოიკოტის, არამედ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის უნდა იყოს ოპოზიციის ძალისხმევა მიმართული. თავად მელია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, მანდატს ტოვებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება სრულად.


"ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. უკვე დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არავინ უნდა დაძრას სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებთანაა მიმართული. ესაა „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი.

სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ. მაშ რაშია საქმე? რწმენაშია საქმე?! რწმენაც აქაა. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მომავლის გადმოსახედიდან შევხედოთ დღევანდელ ყოფას, საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს ჩვენი პასიურობით. „ქართული ოცნება“ მიხედავად მცდელობისა, ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ ქართველი ერი ამას არ დაუშვებს. მეასეხარისხოვანია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. „ქართულმა ოცნებამ“ ცხადად დაინახა, რომ ამ არჩევნებში მისი გენერალური მდივანი თბილისში მარცხდება და ახლოსაც ვერ მივა 43%-იან ბარიერთან. მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერუნდუმზე და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და ის იქნება იძულებული ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, - თქვა მელიამ ელენე ხოშტარიასთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე.



თვითმმართველობის არჩევნების მიმართ შესაძლო ბოიკოტი ახსება პარტია "ლელომ" მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ "შარლ მიშელის დოკუმენტი" ანულირებულად გამოცხადა და ცალმხრივად დატოვა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. ამ დროისათვის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზოცია კონსულტაციებს მართავს საერთაშორისო პარტნიორებთან, რის შემდეგაც საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა საპარლამენტო საქმიანობას.

„რადიო თავისუფლება“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up