ნიკა გვარამია პროკურატურის ახალ ბრალდებაზე - მანქანა მყავდა განვადებით, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე უკან, ვიხდი ჯარიმას - ეს არის მთელი ისტორია

ნიკა გვარამია პროკურატურის ახალ ბრალდებაზე - მანქანა მყავდა განვადებით, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე უკან, ვიხდი ჯარიმას - ეს არის მთელი ისტორია

access_time2019-11-01 21:25:28

ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც გვარამიამ ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ აღნიშნა, პროკურატურის ეს ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

 

„რასაც ვწინასწარმეტყველებდით, არ არის რთული გამოსაცნობი. მანქანა მე არ მიყიდია, იყიდა ჩემმა მეუღლემ, რომელიც საერთოდ დაკითხული არ არის. საერთოდ პროკურატურას ჩვევაში აქვს, მე არ დამკითხოს და ბრალი ისე წამიყენოს. ამჯერადაც არ ჩათვალეს საჭიროდ. საქმე იმაშია, რომ ეს მანქანა ნაყიდი მაქვს. მე ერთადერთი კითხვა მაქვს პროკურატურასთან - პრემიის სახით რომ ამეღო ან მანქანა ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვრებოდნენ, სად მიდიოდნენ? ანუ დანაშაულის შემადგენლობა ხომ არ დგებოდა? - ამაზე პასუხი არ არის“, - განაცხადა გვარამიამ.

 

კითხვაზე პროკურატურის ვერსიაში დანაშაულად რა ითვლება, გვარამია ამბობს, რომ ამაზე წარმოდგენა არ აქვს.

 

„ჯერ არ მქონდა ნაყიდი, მქონდა განვადებით, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე უკან, ვიხდი ჯარიმას. ეს არის მთელი ისტორია. ჩემი კონტრაქტორი კომპანიებისგან მე არაფერი არ მიყიდია, თუმცა ამის უფლება მქონდა და მიყიდია არაერთგზის. მაგრამ ეს მანქანა, რაც მთავარია, ვიყიდე მე, ჩემი გადაწყვეტილება იყო. არ დაგიმალავთ, ბრალი რომ წაეყენებინათ იმაზე, რომ „ტოიოტას ცენტრს“ ეს მანქანა ძალით ჩავადებინე სარეკლამო ბიუჯეტში, რომ მერე მეყიდა და „რუსთავი 2“-საც შემოსავალი ჰქონოდა და მეც მანქანა, ეს უფრო რელევანტური იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ბრალი არის სხვა“, - განაცხადა გვარამიამ.

 


მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია.

 

„ვწუხვარ, მაგრამ აი, ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც, ვინც ბრალს მიყენებს და იცის რომ ამას უკანონოდ აკეთებს, ვხედავ ციხეში“, - განაცხადა გვარამიამ.

 

ამასთან, გვარამიამ დასძინა, რომ თუ მას დააკავებენ ეს იქნება მისი დროებით განეიტრალება.

 

„თუ დამაკავებენ, იქნება ეს ჩემი განეიტრალება დროებით, მაგრამ ივანიშვილის განეიტრალება ბევრად უფრო ახლოს მოიწევს. მე პირადად ეს მაწყობს. ჩემი ამოცანა და მისია არის ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრა. დიდი აზრი ამას არ აქვს უბრალოდ ქვეყნისთვის როგორც ჯობია, ისე მოვიქცევი ყოველთვის არა მხოლოდ ივანიშვილის შემთხვევაში. კი ბატონო, ისე მოიქცეს როგორც უნდა. მთავარი ის არის, ვინ გაიმარჯვებს ბოლოს და ეს მე ვარ, რა თქმა უნდა!”- განაცხადა გვარამიამ.

 

მისივე თქმით, ახალი ბრალი ქმნის იმის საფუძველს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაკოტრების ლეგიტიმური საფუძველი შეიქმნას.

 

„ეს საფუძველი მალე იქნება და „რუსთვი 2“-ს დახურავენ. მე არ ვიდარდებ ბევრს თუ ამ კომპანიას დახურავენ, რადგან ვიცი, რომ მოვა დრო, მას მფლობელი დაიბრუნებს და იმუშავებენ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებს და არა ისინი, ვინც დღეს მუშაობს. თუმცა მე ამაზე აღარ ვიფიქრებ, იფიქრონ იმათ, ვინც ყველაფერი გაყიდეს „რუსთავი 2“-ის ჩათვლით სინდისის ჩათვლით“, - განაცხადა გვარამიამ.

 

ipn





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 21:50:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up