ნიკა გვარამია “მთავარი არხის” წილის საკონტროლო პაკეტს აღარ ფლობს

ნიკა გვარამია “მთავარი არხის” წილის საკონტროლო პაკეტს აღარ ფლობს

access_time2020-05-26 10:00:37

“მთავარ არხს” ორი ახალი მეწილე ჰყავს. 22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა, ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ, ჯამში, ტელევიზიის წილის 38% გაასხვისეს.


მიმდინარეობს სხვა ფინანსური ოპერაციებიც, რაც ჯერ საჯარო რეესტრში არ ასახულა.


მთავარი არხის 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დოკუმეტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს. ეს 37 პროცენტი ბაკურ ჯახაიამ ნიკა გვარამიასგან იყიდა. გვარამიამ მანამდე არხის წილის საკონტროლო პაკეტს (51%) ფლობდა. აღსანიშნავია, რომ  ჯახაია დაკავშირებულია ნიკოლოზ სისაურთან, რომელიც თავის მხრივ უკვე ფლობს “მთავარი არხის” 3 პროცენტს. ნიკოლოზ სისაური ოფიციალურ დოკუმენტებში ჯახაიას წარმომადგენლად ფიგურირებს. სისაური ტელეკომპანია “საქართველოს” დირექტორია, რომლის მფლობელებიც, კობა ნაყოფიას შვილთან ერთად, ძმები ყარამანიშვილები არიან. ყარამანიშვილები თავის დროზე რუსთავი 2-ის წილებს სწორედ ტელეკომპანია საქართველოს გავლით ფლობდნენ.


აშშ-ის მოქალაქე თეიმურაზ ვასილიძემ არხის 1% ანჯაფარიძისგან 1000 ლარად შეიძინა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვასილიძემ 2020 წლის 3 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე არხის კაპიტალში 100 ათასი დოლარი უკვე შეიტანა.


რეესტრის მიხედვით, არც ვასილიძეს და არც ჯახაიას”მთავარი არხის” გარდა საქართველოსთან სხვა სახის ბიზნესაქტივობა არ აკავშირებთ.



ცვლილებების შედეგ “მთავარი არხის” წილები ასე ნაწილდება:

  • კახაბერ ანჯაფარიძე – 38%
  • ნიკა გვარამია – 14%
  • მარი ანა რურუა – 2.5%
  • თეიმურაზ ვასილიძე – 1%
  • ბაკურ ჯახაია – 37%
  • ნიკოლოზ სისაური – 3%
  • გიორგი რურუა – 2.5%
  • შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%

თუმცა მთავარ არხთან დაკავშირებით რეესტრში სხვა განცხადებებიცაა რეგისტრირებული, რომელიც ჯერ საბოლოოდ ასახული არაა, რადგან სარეგისტრაციო ვადის დინება შეჩერებულია.


კერძოდ, კახაბერ ანჯაფარიძე თავის 38%-ს BGIM LTd-ზე ყიდის. ეს კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი ზაზა ოქუაშვილია, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ხოლო საქართველოში წარმომადგენელი დავით ფანქველაშვილი, ასევე ომეგა ჯგუფთან დაკავშირებული პირი. ანჯაფარიძეს არხის წილის 38%-ში BGIM LTd 38 ათას ლარს უხდის და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ მოიძიებს პარტნიორებს, რომლებიც კომპანიას იჯარით გადასცემენ ტელევიზიის არსებობისთვის საჭირო უძრავ-მოძრავ ქონებას. BGIM LTD წილის 1 პროცენტს ნიკა გვარმიასგანაც ყიდულობს. შესაბამისად, ის რეესტრში შეთანხმების ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მთავარი არხის წილის 39 პროცენტის მფლობელი გახდება.


რაც შეეხება BGIM ltd-ის მიერ მოძიებულ პარტნიორებს, ომეგა მოტორ ჯგუფი გვარამიასგან 200 ლარად 0.2 პროცენტს ყიდულობს და ტელეკომპანიას 15-წლიანი იჯარით გადასცემს ქონებას. შპს მატრიქსი, BGIM ltd-ის კიდევ ერთი პარტნიორი, 0.2 პროცენტს ყიდულობს გვარამიასგან და ტელევიზიას იჯარით გადასცემს ქონებას, მათ შორის იმ მისამართზე, რომელშიც ამჟამად ტელევიზია ფუნქციონირებს – ჩუბინაშვილის 41. გვარამიასგან 0.2-0.2 პროცენტებს ყიდულობენ BGIM ltd-ის სხვა პარტნიორები: “ბენმონტი” და “მონტე” – კომპანიის კაპიტალში ისინიც ქონების იჯარით შემოდიან, მათ შორის საუბარია მოძრავ ქონებაზე. ფიზიკური პირი მაგული ხარებავაც ყიდულობს გვარამიასგან 0.2 პროცენტს, ის კომპანიას ჩუბინაშვილის 43-ში მდებარე ქონებას გადასცემს იჯარით.


ამ შეთანხმბების დარეგისტრირების შემდეგ BGIM ltd, რომელსაც 39 პროცენტი ექნება, ბენმონტისგან, ომეგა მოტო ჯგუფისგან, მონტესა და მატრიქსისგან 15 წლით გადაიბარებს წილებს მართვის უფლებით. ანუ მას 39.8 პროცენტის მართვა შეეძლება. 


თუ რეესტრი ამ განცხადებებს დააკმაყოფილებს, შეთანხმებების რეგისტრაციის შემდეგ “მთავარი არხის” წილები ასე განაწილდება

  • BGIM ltd – 39% (შეეძლება 39.8 პროცენტის მართვა)
  • ნიკა გვარამია – 12%
  • მარი ანა რურუა – 2.5%
  • თეიმურაზ ვასილიძე – 1%
  • ბაკურ ჯახაია – 37%
  • ნიკოლოზ სისაური – 3%
  • გიორგი რურუა – 2.5%
  • შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%
  • ბენმონტი – 0.2%
  • მონტე – 0.2 პროცენტი
  • ომეგა მოტორ ჯგუფი – 0.2 პროცენტი
  • მატრიქსი – 0.2
  • მაგული ხარებავა – 0.2 პროცენტი



netgazeti.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up