ნიკა გვარამია გეფას და ევექსის ხელმძღვანელობას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

ნიკა გვარამია გეფას და ევექსის ხელმძღვანელობას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

access_time2020-03-08 10:00:50

 მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კორონავირუსის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებით სოციაულურ ქსელში ვრცელიი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ესე იგი:

1. ევექსი/გეფა რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია, არა და აღმოჩნდა, რომ დაავადებულია

2. გეფას საოპერაციო დირექტორი იტალიიდან გადავიდა ავსტრიაში, რომ არ დაფიქსირებულიყო საქართველოს საზღვარზე მისი იტალიიდან გადმოსვლა და საზღვრის გადმოკვეთისას სიცხის დამწევი დალია, რომ არ დაფიქსირებულიყო სიცხე და კარანტინში არ მოხვედრილიყო

3. გეფაში ყველამ (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემაც) იცოდა, რომ ეს თანამშრომელი იტალიაში იყო და დაზაფრულები ელოდნენ მის მოსვლას. ისიც მოვიდა და არავინ უთხრა, რომ მინიმუმ არ მოსულიყო და, მეტიც, კარანტინში ყოფილიყო. ამის მერე, ხსენებულმა თანამშრომელმა მოიარა უამრავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და შვილმა მამამდე, უფრო მნიშვნელოვანი კი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორამდე ვერ მიიტანა (ან მიიტანა და მამამ/დირექტორმა დააიგნორა), რომ მოსიარულე ნაღმია ქვეყანაში

4. ქვეყანაში შიდა ინფიცირების (მოსახლიდან მოსახლეზე გადატანის) პირველი შემთხვევა გეფას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა


 

ოთხივე პუნქტში ნახსენები გეფას (ევექსის დამფუძნებელი ორგანიზაციის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი.

და ქართული პუბლიკა ამტკიცებს, რომ ამ კაცის მამის ქცევა, რომელიც მთელ საქართველოს ასწავლის, რომ ზუსტად ასე არ უნდა მოიქცე არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მაღალი პასუხისმგებლობის ცივილიზებულ ქვეყანაში ჩაითვლებოდა ეთიკურ ქცევად და ოთხში არ ამოიღებდა სერიოზული მედია და მას კინწისკვრით არ გარეკვდნენ თანამდებობიდან? მართალია, არ გარეკავდნენ - ბოდიშს მოიხდიდა და თვითონ გადადგებოდა.

 

რა შუაშია მამის და შვილის პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება? სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ვინმე? ოჯახის წევრის ასეთი ქცევის პირობებში შენი ნდობა რომ დრამატულად ეცემა და რომ ნდობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური პანიკის დროს, ეს ხომ ცხადია? და ზუსტად სრულწლოვანი რომაა შენი შვილი, იმიტომაა ეს შენიშვნა რელევანტური, აბა არასრულწლოვანი შვილი ეპიდსაფრთხის შეჩერებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი.

 

ვინ პაციენტია, ვინ ვის გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვინ რაზე გაასხა, ბოდიში, ეს ლირიკა არაფერ შუაშია აქ და არც მე მაინტერესებს. ან რომელი პარტია, რა ნაცობა და ქოცობა? როდის იყო ვინმეს აზრი მაღელვებდა ჩემს სტატუსებთან დაკავშირებით, თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის? მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. კონფორმისტები და კომფორტზონის მაძიებლები ნუ გამომეხმაურებით, მკიდია თქვენი გინებაც, კრიტიკაც და შეგონებებიც. აი კორონავირუსის გავრცელება და უღონო ამირან გამყრელიძე ნამდვილად არ მკიდია და არც საყვარელ და პატივსაცემ ჭაღარა ბიძად მივიჩნევ, და არც მის კრიტიკას - ტაბუდადებულად. მე მას თანამდებობისთვის შეუფერებლად, ხოლო მის მუშაობას - არაეფექტიანად მივიჩნევ",-წერს ნიკა გვარამია.





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up