ნიკა გილაურის ანტიკრიზისულ გეგმა რომელიც „ვარშავის გეგმის“ იდენტურია საქართველოს ეკონომიკას კრიზისს აარიდებს

ნიკა გილაურის ანტიკრიზისულ გეგმა რომელიც „ვარშავის გეგმის“ იდენტურია საქართველოს ეკონომიკას კრიზისს აარიდებს

access_time2020-03-25 13:00:41

საქართველოს ექსპრემიერმა ნიკა გილაურმა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად, მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ მომზადებული ანალიზი წარადგინა. გილაური აღნიშნავს, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, საქართველოს არათუ არსებული შოკის გავლენის მინიმიზაცია, არამედ, საშუალოვადიან პერიოდში რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლის ზრდაც შეუძლია.

 

 „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები ექსპრემიერის მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმას. რამდენად დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას შეამციროს კორონავირუსით გამოწვეული ზარალი. „ვარშავის გეგმის“ ავტორი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ გილაურის ანტიკრიზისული გეგმა „ვარშავის გეგმის“ იდენტურია.ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ დოკუმენტით გეგმავდა მინიმუმ 10 %-იანი ეკონომიკური ზრდის  მიღწევას და საქართველოს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან გათანაბრებას.

 

ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ 8 წელია საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა  არ აქვს. მისი თქმით, დღეს ეკონომიკა კრიზისში შედის და საქართველოს მთავრობა გამოსავალს ვერ გვთავაზობს. ეკონომიკის ექსპერტის განმარტებით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაატაროს ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რეფორმის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხა კი მისი თქმით, სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ სახელმწიფო დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას და 3,2 მილიონი ადამიანს  თანხა გადასცეს. როგორც ირაკლი ყიფიანი ამბობს, ბიუჯეტში არსებული რესურსები უნდა მიიმართოს არა კონკრეტულად რომელიმე ჯგუფის გასამდიდრებლად, არამედ მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან დღეს ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში შიმშილის პრობლემა უდგათ.

 

„ნიკა გილაურის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმას  გავეცანი და ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი ერთი ერთში არის იმ დოკუმენტთან თანხვედრაში, რომელზე ჩვენ ვმუშაობთ.საუბარი იმაზე, რომ მთავრობამ რაც შეიძლება მეტად შემოიჭიროს ქამრები,მოსახლეობას  დახმარება პირდაპირი წესით გაუწიოს და რაც უფრო მთავარია– საშემოსავლო გადასახადები გაუქმდეს.


მიმაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადების გაუქმება არის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის სეგმენტი, რომელიც ყველაზე მეტად დგას თანამშრომლების დაკარგვის რისკის ქვეშ, რომ ვერ გადაუხადონ ხელფასი.



საშემოსავლო გადასახადების დატოვებით, ვამცირებთ იმის ალბათობას რომ ადამიანებმა სამსახური შეინარჩუნონ. მაგალითად, თუ კომპანია აპირებდა 5 ადამიანის გაშვებას, საშემოსავლო გადასახადების გაუქმებით, იმ ადამიანების რაოდენობა რომელთაც სამსახურ უნდა დაეკარგათ მნიშვნელოვნად შემცირდება. მეორეს მხრივ, თუ ვაპირებთ საერთოდ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნეს , ყველაზე  მარტივი წესი დახმარების არის არ ამოვიღოთ ის ფული ჯიბიდან, რომელიც მეორე ხელით ისევ უკან უნდა მივცეთ.


თუ ვეხმარებით ბიზნესებს პირდაპირ დავეხმაროთ.ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკა იყოს საყოველთაო ხასიათის და ჩვენ არ დავიწყოთ დაყოფა, მაგალითად, დავეხმაროთ სასტუმროს და არ დავეხმაროთ რომელიმე სხვა სექტორს, რადგან დღეს ეკონომიკაა გაჩერებული და ყველა სექტორს თანაბრად, ვისაც კი მცირე და საშუალო  მეწარმის სტატუსი აქვს ყველას უნდა გაუქმდეს გადასახადი. მე თუ მკითხავთ უფრო მეტიც, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საშემოსავლო გადასახადი უნდა გაუქმდეს, რადგან ეს თანხები დღეს ყველაზე მეტად ბიზნესს სჭირდება. ბიუჯეტი ამით ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიხედვითაც ეს რეფორმა დაახლოებით დაუჯდება  1,6 მილიარდამდე დაუჯდება.

 

სოციალურ პოლიტიკის ნაწილში დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ე.წ. . helicopter მიდგომაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს ფულს(ქეშს) და არ აძლევს მაგალითად, კონკრეტულ ტალონს, რომ  იყიდოს პური ან რაღაც სხვა. ახლა დაანონსდება ძალიან ბევრი დაპირება, რომ ადამიანებმა რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწფო დაეხმარება. ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში სადაც ერთი მილიონი ადამიანი თვითდასაქმებული, შეუძლებელია განსაზღვრო ვინ დაკარგა სამსახური და ვინ არა. შეიძლება განსაზღვრო რაღაც ჯგუფი, წინა თვის გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, მაგრამ ვერ განსაზღვრავენ თვითდასაქმებულებს, ტაქსისტებს, სოფლის მეურნეობაში მყოფ ადამიანებს, რომელიც უბრალოდ არ არიან დარეგისტრირებულები. აუცილებლად გამოგვრჩება ვიღაც, ამიტომ სრულად ვემხრობი იმ მეთოდს, რაც გილაურის დოკუმენტშია განმარტებული. მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ უნდა მისცენ ქეში. შემდეგ ის ადამიანი თავად გადაწყვეტს რა იყიდოს.

 

დაახლოებით 3,2 მილიონი ადამიანია,რომელსაც წელიწადში ორმოცი ათას ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, ეს ადამიანები არიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სოციალურ ბაზაში რეგისტრირებულები რომლებიც ვერ იღებენ დახმარებას, მაგრამ რეგისტრირებულები არიან, სტუდენტები, თვითდასაქმებულები, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულები ანუ, თუ ჩვენ ამ 3,2მილიონ ადამიანს პირდაპირ მივცემთ თანხას, სამი თვის პერიოდში ეს იქნება ყველაზე ჩქარი და  ყველაზე ეფექტური გზა ადამიანების დასახმარებლად იმიტომ, რომ არც ერთი სეგმენტი არ გამოგვრჩება.


რეალურად ეს ხალხი დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, შეიძლება ლუკმა პურის ფულიც კი აღარ ჰქონდეთ სახლში. მგონია,რომ ეს არის ერთადერთი სწორი ვექტორი და დოკუმენტი,რომელზეც ვერ ვიტყვი რომ პირველია, რადგან ვარშავის გეგმა, რომელიც ადრე სააკაშვილს ჰქონდა, საუკეთესო ანტიკრიზისული გეგმაა დღეს შექმნილი ვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up