ნიკა ჩიქოვანი: ვითვალისწინებთ მაღაროელთა მოთხოვნებს და  შეთანხმების შესაბამისად კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება

ნიკა ჩიქოვანი: ვითვალისწინებთ მაღაროელთა მოთხოვნებს და შეთანხმების შესაბამისად კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება

access_time2019-06-12 22:12:48

„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევოსთან, რაშიც მაღაროელები თავადვე არიან ჩართულნი, - ეს განცხადება ,, ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, ბავშვების ჩათვლით, და არა მხოლოდ არასრულწლოვნები, არამედ 25 წლამდე, - პაკეტი საკმაოდ დიდია. ახლა ვმუშაობთ სადაზღვევოსთანაც. თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა, ოჯახის წევრებს - 70, ან 50 %-იანი. მაღაროელები თვითონ არიან ახლა პროცესში ჩართული და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. კვებასთან დაკავშირებითაც, ტენდერში 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, 3 კომპანია შეირჩა თავად დასაქმებულთა მიერ, თავად მიიღეს მათ დეგუსტაციის პროცესში მონაწილეობა. ვითვალისწინებთ მოთხოვნებს და იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც იყო მთავრობასთან ერთად, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება“,- განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.



კომერსანტი





პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 


მსგავსი სიახლეები

up