ნიგერიის ცენტრალური ბანკის ცნობით, პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ორშაბათს ციფრულ ვალუტას გამოუშვებს. კრიპტოვალუტა დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში გადახდების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ნიგერიის ცენტრალურმა ბანკის განცხადებით, eNaira, რომლის განვითარებასაც რამდენიმე წელი დასჭირდა, გააადვილებს ფინანსურ ტრანზაქციებს საზოგადოების ყველა ფენისთვის. ციფრული ვალუტა შეავსებს ნიგერიის ფიზიკურ ვალუტას.
ბანკმა აგვისტოში ტექნიკურ პარტნიორად ციფრული ვალუტის შექმნაში დასახმარებლად Bitt-ი აირჩია. ბანკმა ვირტუალური მთავარი წიგნის დანერგვის შესახებ გეგმები თებერვალში, კრიპტოვალუტის გარიგებების აკრძალვიდან ოთხი თვის შემდეგ გამოაცხადა. ბანკის განცხადებით, ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ფინანსურ სისტემას.
ციფრულ ლარს ავითარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ჩაეშვება.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"