ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა Royal Swinkels Family - მ “არგო”-ს 40% შეიძინა

ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა Royal Swinkels Family - მ “არგო”-ს 40% შეიძინა

access_time2019-08-09 19:30:01

როიალ სვინკელსებმა ბრენდი ბავარიას წარმოების ლიცენზია პირველად საქართველოში 2016 წელს გასცა. ხოლო 2017 წლიდან, არგოსთან ერთად, მეორე ბრენდი, ჰოლანდიაც ჩაუშვა.


ახალი მთავარი ბაზარი


როიალ სვინკელების ლუდსახარშმა ამ გადაწყვეტილებით ბიზნესის ზრდის ახალი გეგმები დასახა. თუ აქამდე, ლუდის სხვადასხვა ბრენდის ექსპორტი ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან მათი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო, ახლა ოჯახს სურს, თავიანთი ზრდა ბაზარზე ლოკალური პროდუქციის წარმოებითაც დააჩქაროს. არგოს 40%-იანი წილის შესყიდვა ხაზს უსვამს მათ ხანგრძლივ ინტერესს - დარჩნენ საქართველოს ლუდსახარშ ბაზარზე და შესაძლოა, საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყნადაც კი იქცეს.


Peer Swinkles, Royal Swinkles Family Brewers-ის აღმასრულებელი დირექტორი:


“ეს ჩვენი ზრდისთვის სასარგებლო ნაბიჯია. საქართველოს ბაზარი ჩვენი ბრენდებისთვის დიდი პოტენციალია. ტურიზმისა და ლუდის ბაზრის სისტემატური ზრდის გამო, ჩვენთვის აქაურობა საინტერესოა. ქვეყნის მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე კი საექსპორტოდ ხელსაყრელ გარემოს გვაძლევს. ამ წილის შესყიდვით ვადასტურებთ “არგოსთან” წარმატებულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ურთიერთობებსა და კონტრაქტს.


“საქართველოში ლუდის ბაზარი მზარდი და დინამიურია. ჩვენი კოლაბორაცია Royal Swinkels Family-სთან, უფრო დიდი როლის თამაშის საშუალებას გვაძლევს ამ ბაზარზე”, - ამბობს არგოს გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი.



არგოს შესახებ


კასტელის ლუდსახარშმა ქარხანამ არგოს წარმოება 1994 წელს დაიწყო. ახლა ლუდსახარშს “არგოს ლუდსახარში კომპანია” ეწოდება და მისი პორტფოლიო ოთხ ბრენდს მოიცავს. ესენია: არგო, ჰერცოგი, ჰოლანდია და კონიგ პილცნერი. ლუდსახარშს 1 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოების საშუალება აქვს და ჰყავს 335 თანამშრომელი. Royal Swinkels Family Brewers-თან ერთად, არგოში თავიანთი წილი აქვთ ბატონ სულხანიშვილს და კოკა-კოლას.


Royal Swinkels Family Brewers-ის შესახებ


Royal Swinkels Family Brewers ჰოლდინგ კომპანია Royal Swinkels Family Brewers N.V.- ის წევრია. ეს 100%-ით დამოუკიდებელი, ოჯახური ბიზნესია. Swinkles ოჯახის 7 თაობა უძღვებოდა ბიზნესს, რომელიც დღესღეობით მოიცავს ლუდსახარშებს სხვადასხვა ლოკაციაზე: ნიდერლანდებში, ბელგიაში და ეთიოპიაში. ოჯახი ასევე თანამშრომლობს ლუდსახარშ De Koningshoeven in Berkel-Enschot-თან, ნიდერლანდებში.


ლუდსახარშებს ჯამურად შეუძლიათ 8 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდის და 856000 ჰექტოლიტრი გამაგრილებელი სასმელის წარმოება (2018 წლის მონაცემებით).


ოჯახი, ასევე, ფლობს 2 ალაოს გადამამუშავებელ ქარხანას, რომელმაც 2018 წელს 336 000 ტონა ალაო აწარმოა. რაც შეეხება Cerex-ს, ის ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა ალაოს აწარმოებს.


2018 წელს ოჯახის ბიზნესის წევრი გახდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლუდის იმპორტიორი - Bier&cO. მსოფლიოში დაახლოებით 1800 დასაქმებულს 1 მიზანი აქვს - შესთავაზონ მომხმარებელს ყველა სიტუაციისთვის შესაფერისი ლუდი.


2019 წლის 27 მარტს ჰოლდინგმა მიიღო ტიტული “სამეფო”, ამის შემდეგ ისინი იწოდებიან, როგორც Royal Swinkels Family Brewers.


forbes.ge






უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up